პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატურა დაასახელა. ირაკლი კობახიძემ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელია.
მექვაბიშვილს ამ თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტის მხარდაჭერა ესაჭიროება. პარლამენტი წარდგენილ კანდიდატს 5 წლის ვადით ირჩევს. მთავარი აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა მაქსიმუმ ორჯერ არის დასაშვები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ამოეწურა. აუდიტის ხელმძღვანელის მოვალეობას ამ დრომდე ნინო ლომჯარია ასრულებს.
კომენტარები