NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქართული სტარტაპები, რომლებიც მომხმარებელს განსხავებულ და ორიგინალურ საკვებს და დესერტს სთავაზობენ

ქართული სტარტაპები, რომლებიც მომხმარებელს განსხავებულ და ორიგინალურ საკვებს და დესერტს სთავაზობენ

07 სექ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 2746 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაგაცნობთ რამდენიმე ქართულ სტარტაპს, რომლებიც კვების ინდუსტრიაში ოპერირებენ და მომხმარებელს განსხავებულ და ორიგინალურ საკვებს და დესერტს სთავაზობენ:

ბონ რეპა

„Food On the Go” – კონცეპტი ინოვაციურია საქართველოსთვის, თუმცა დიდი წარმატებით სარგებლობს ამერიკასა და ინგლისში, მომხმარებელს ვთავაზობთ ღია ტიპის ცივ და ცხელ მაცივრებს, სადაც უკვე გამზადებული პროდუქცია – სალათები, სენდვიჩები, ცხელი და ცივი სუპები, ნამცხვრები და ა.შ – წარმოდგენილია წასაღებად მოხერხებულ შეფუთვაში, რაც აძლევს მომხმარებელს საშუალებას თავად აირჩიოს სასურველი პროდუქტი, მარტივად მოახდინოს ანგარიშსწორება და შესაბამისად მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოიყენოს დრო.

Cumbo Pops • ცუმბო პოპსი

ცუმბო პოპსი – ეს არის პირველი ქართული, ხელით დამზადებული ხილის ნაყინი (პოპსი). ახალი, ჯანსაღი ხილის შერჩევა ხდება უშუალოდ ჩვენს მიერ ადგილობრივი აგრარული ბაზრებიდან, შემდეგ ვამუშავებთ და ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე ვიღებთ ნატურალურ პოპსებს. ამჟამად შეგიძლიათ, გვიპოვოთ Tbilisi Flea Market-ზე და სხვადასხვა ფესტივალებზე. უახლოეს მომავალში გვსურს, გავხსნათ მაღაზია, როგორც თბილისში ასევე მის ფარგლებს გარეთ, სადაც მუდმივად შეგვეძლება გამასპინძლება. ცუმბო პოპსი იქმნება ჩვენი ფერადი და გრილი დღეებისთვის.

Ice ‘N Rolls

Ice ‘N Rolls მომხმარებელს საშუალებას აძლევს მის თვალწინ, თავისი გემოვნებით შექმნას ნაყინის როლები. 40 სახეობის ტოპინგი, ალკოჰოლური თუ ისე – მათი შერწყმა ყოველთვის ახალ გემოს იძლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ შექმნილი ყველაზე ქართული ნაყინი; ხვანჭკარითა და ჩურჩხელით.

Wurstmeister

ქარივურსტი- გრილზე შემწვარი ბრათვურსტის, კარტოფილი ფრისა და ქარივურსტის თბილი სოუსის კომბინაცია – ნომერ პირველი საჭმელია გერმანიის ქუჩებში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბერლინში და ახლა უკვე მზადაა, რომ თბილისიც მოხიბლოს თავისი 60-წლიანი ისტორიითა და საუცხოო გემოთი. პირველად საქართველოში მხოლოდ „ვურსტმაისტერი“ გთავაზობთ ქართული პრემიუმ-ხარისხის ხორცისა და გერმანული რეცეპტების გამოყენებით, ავთენტურად დამზადებულ ქარივურსტებს .

sushi holic

სუში ჰოლიკი მომხმარებელს სთავაზობს აზიური სამზარეულოს ასორტიმენტს, მიტანის სერვისით და რაც მთავარია ხელმისაწვდომ ფასად.

ბია

„ბია“ – რესტორანი (სალობიე), რომლის მენიუ დაფუძნებულია ორ ქართულ კერძზე- ლობიოსა და კუპატზე . წარმოდგენილი იქნება ლობიოს მრავალსახეობა და სხვა ქართული კერძები კუპატის ფორმატში.

Achmatsuna

„აჩმაცუნა“ საკვები პროდუქტის ბრენდია, რომლის მიზანსაც, ძველი ქართული კერძის – აჩმას – გათანამედროვება და მასობრივი ჩაკბეჩის პროდუქტად ქცევა წარმოადგენს. სტარტაპის მიზანია აჩმის გამოყვანა, იმ ტრადიციული ჩარჩოდან, რომ ის მაინცდამაინც სპეციალურ სუფრაზე, დანა-ჩანგლის გამოყენებით უნდა მიირთვა.

O!Eclair

არტ ეკლერები შეკვეთით – პირველად საქართველოში! უგემრიელესი “Patisserie”, დამზადებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და თანამედროვე ფრანგული რეცეპტების გამოყენებით.

Greek Point • გრიქ პოინთი

ბერძნული კუთხე თბილისში – სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც მომხმარებელს ბერძნულ და ხმელთაშუა ზღვის სხვა კერძებს სთავაზობს.

 

#სტარტაპერი #გვეამაყები

კომენტარები

ახალი ამბები თიბისი ბანკი სტარტაპები სტარტაპერი 2017-09-07
Tags ახალი ამბები თიბისი ბანკი სტარტაპები სტარტაპერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალექსიძის ქუჩაზე, თავდასხმის შედეგად დაზარალებული რუსეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

შემდეგი სტატია

ფლორენცია – რენესასნსის სამშობლო და ტოსკანის მარგალიტი

მსგავსი სტატიები

პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, დანიშნულების გადამოწმება შეუძლია

პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, დანიშნულების გადამოწმება შეუძლია

19 ივლ 2018
სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს

სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს

თამუნა 30 ოქტ 2020

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საწყობად იყენებდნენ

14 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge