კარიბის ზღვაში მდებარე სახელმწიფოს ანტიგუა და ბარბუდას პრემიერმინისტრის თქმით, ქარიშხალ „ირმას“ გადავლის შემდეგ კუნძულ ბარბუდა საცხოვრებლად გამოუსადეგარია. გასტონ ბრაუნის თქმით, კუნძული პრაქტიკულად მთლიანად წყლის ქვეშ არის მოქცეული და შესაბამისად, განადგურებულია ყველანაირი ინფრასტრუქტურა.
„ეს სრული განადგურებაა. კუნძული წყლის ქვეშაა. ვფიქრობ, რომ ბარბუდა საცხოვრებლად გამოუსადეგარია“, – აცხადებს ბრაუნი.
ქვეყნის პრემიერის თქმით, ამჟამად ქარიშხლის შედეგად მხოლოდ ერთი ბავშვის გარდაცვალება დასტურდება, თუმცა, მას შემდეგ რაც ნანგრევებამდე შესაბამისი სამსახურები მივლენ, დიდი ალბათობით მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.
როგორც BBC წერს, ბარბუდაზე 1600 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ანტიგუაზე 80 ათასი. ანტიგუაზე ქარიშხალს სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია.
კომენტარები