NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერმინისტრი EBRD-ს საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის

პრემიერმინისტრი EBRD-ს საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის

07 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 385 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის და ევრობანკის გუნდს საქართველოს განვითარებისა და მთავრობის მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის. EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, EBRD-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელმაც მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში ქვეყანაში 17 პროექტი და 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც, მათივე თქმით, უპრეცედენტო და რეკორდული მაჩვენებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესზე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი – კერძოდ, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პოტენციალის ათვისებაზე და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას და ამის გამოხატულება გახლავთ სწორედ ის, რომ მათი სტრატეგია პირდაპირ მორგებულია ოთხპუნქტიანი გეგმის დღის წესრიგზე, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევე, პრეზიდენტმა ჩაკრაბარტიმ გააჟღერა გზავნილები, რომლებიც ეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და დაადასტურა, რომ საქართველო გადააჭარბებს ევრობანკის მიერ წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გზავნილები, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ისეთი პიროვნების მხრიდან, რომელსაც საინვესტიციო სამყარო ძალიან ყურადღებით უსმენს. ამიტომ, გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ევრობანკის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის,   EBRD -ის მთელ გუნდს და ადგილობრივ ოფისს საქართველოს განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრი 2017-09-07
Tags გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Telluride Film Festival 2017-ზე ქართული ფილმი „მძევლები“ წარსდგა

შემდეგი სტატია

ისრაელმა სირია დაბომბა

მსგავსი სტატიები

Emmy 2017-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

18 სექ 2017

გიორგი კვირიკაშვილმა გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი” გახსნა

14 სექ 2017
პარლამენტში კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი იწერება

პარლამენტში კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი იწერება

ირაკლი შალიკაშვილი 16 თებ 2021

უახლესი ამბები

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

  • „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

    „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

  • როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

    როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

  • შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

    შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

  • “ჰერიტიჯის” გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი

    “ჰერიტიჯის” გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge