დღეს დილით ალექსიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზოში სასტიკად ნაცემმა რუსმა ტურისტმა, ექვსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, პოლიციის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილება დატოვა. მას კამერებთან კომენტარი არ გაუკეთებია.მომხდარის მოტივზე ჯერჯერობით არც პოლიცია საუბრობს. შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო. საუბარია, 178-ე, ძარცვის მუხლზე
დღეს თბილისში ალექსიძის 1 ნომერში უცხოელ ტურისტს თავს დაესხნენ-ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე თამარ დავითაია ავრცელებს .მისი თქმით, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან 3 უცნობი მამაკაცი რუსს ვიზიტორს სასტიკად გაუსწორდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ვითარებაში გარკვევას გამომძიებლები ამ წუთებში ცდილობენ. თავდასხმას შეესწრო დაშავებული ტურისტის მეგობარი გოგონაც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები