ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება. დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში ათამდე საკითხია შეტანილი. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახა ქემოკლიძის განცხადებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას, ასევე განხილული იქნება ახალგორში, საეჭვო ვთარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი. დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ახალგორის სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც გააპროტესტებს. ასევე განხილული იქნება ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საკითხიც.
„ჩვენი მხრიდან განსაკუთერბული ყურადღება დაეთმობა გიორგი გიუნაშვილის საკითხს, ადამიანი დღესაც იმყოფება უკანონო ე.წ. პატიმრობაში, ცხინვალის ე.წ. ციხეში, გარდა ამისა ვისაუბრებთ მავთულხლართების შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, საუბარი აუცილებლად შეეხება ოკუპირებულ ახალგორში ადგილობრივი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის შევიწროვების საკითხს, გარდა ამისა, დღვანდელ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან დადგება ის თემა, რომელიც უკავშირდება ოკუპირებულ ახალგორში სკოლის მოსწავლეებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალების შეზღუდვაზე გაკეთებულ განცხადებებს დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან“,-განაცხადა გიუნაშვილმა.
კომენტარები