მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის მთავრობა დაკავებული იყო ქვეყნის რეორგანიზაციით , სწორედ ამ პერიოდში ამერიკის სამხედრო ატაშეს თანაშემწე მარტინ მანჰოფი თანამედროვე ფოტოგრაფიული აღჭურვილობით სავსე ჩემოდნით ჩავიდა მოსკოვში . ამერიკელი ჯაშუში სსრკ-ს 50-იან წლების ცხოვრებას იღებდა . ის იღებდა ფირზე ყველაფერს რასაც კი ხედავდა .
ორი წლის მოგზაუროს შემდეგ 1954 წელს მარტინ მანჰოფი სსრკ-დან “ჯაშუშობის” გამო გააძევეს , ხოლო მისი ნამუშევრები 60 წლის განმავლობაში ჩაკეტილი და გადამალული იყო . მარტინ მანჰოფის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის ცხოვრების ფერადი ნამუშევრები ისტორიკოსმა დუგლას სმიტმა აღმოაჩინა ასევე მან მიაკვლია სტალინის დაკრძალვის უნიკალურ, ფერად კინოკადრებს , რომელიცა ასევე ამერიკელი მაიორის, მარტინ მანჰოფის მიერ არის გადაღებული.
კომენტარები