ავღანეთში დაჭრილი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება. მას ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ორი ოპერაცია გაუკეთეს. მისი ძმის ინფორმაციით, ბუაძემ მხედველობა დაკარგა.სამი ქართველი მშვიდობისყოფელი ავღანეთში გუშინ იმ დროს დაშავდა, როცა ბაზასთან ახლოს თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი. მძიმედაა დაჭრილი კიდევ ერთი ამერიკელი ოფიცერი. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე დაჭრილ სამხედროებს გამოჯანმრთელება უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა.
“მოხარული ვარ, რომ ამ ამაღელვებელ წუთებში თქვენთან ერთად ვარ. ქართველი ოფიცრების ახალ ნაკადს ვულოცავ. მათ დაასრულეს სწავლა და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა მათთვის”,- აღნიშნა მარგველაშვილმა.
მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მისია ავღანეთში ოქტომბერში სრულდება.
თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/1708847289148006/
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების – სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება. უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ექიმების განცხადებით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გუშინ დაშავდა“, – აცხადებენ სამინისტროში.
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაშავებული მშვიდობისმყოფელები ამ დროისთვის ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან, თუმცა ორი მათგანის გერმანიაში გადაყვანა იგეგმება.
კომენტარები