NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახალხო დამცველი პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ბრალდებებს პასუხობს

სახალხო დამცველი პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ბრალდებებს პასუხობს

06 სექ 2017 ახალი ამბები 631 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველი ეხმაურება ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროკურორის ჯარჯი წიკლაურის საჯარო განცხადებას და მოუწოდებს მას თავი შეიკავოს განზრახი არასწორი განცხადებებისგან, პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს და პროფესიული პატივისცემა შეინარჩუნოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიმართ.

განცხადებას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

“სამწუხაროა, როდესაც საჯარო თანამდებობის პირებს ავიწყდებათ კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის მთავარი ფუნქციაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მონიტორინგი. შესაბამისად, სახალხო დამცველი აღჭურვილია სრული უფლებამოსილებით, სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე გააცნოს.

სახალხო დამცველი არ წარმოადგენს „მეოთხე ინსტანციის“ სასამართლოს და შესაბამისად ამ კონკრეტულ საქმეზე მის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობაში მეოთხე ინსტანციის ფუნქციები არ იკვეთება. კერძოდ, სახალხო დამცველს არ შეუცვლია მოსამართლის განაჩენი, ასევე, არ მიუთითებია მოსამართლისთვის რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა საქმის განხილვისას. არამედ, საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას გააცნო შედეგები მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რაც პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან და ორგანული კანონიდან.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლების … საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას“.

საინტერესოა ბატონი პროკურორის მხრიდან საპარლამენტო ანგარიშში დაფიქსირებული ინფორმაციისთვის „წინასწარისა და არაობიექტურის“ წოდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეს უნდა ესმოდეს უდანაშაულობის პრეზუმპციის არსი. გაურკვეველია, რა დამატებითი მასალის შესწავლა სჭირდება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის გამოვლენას, როდესაც ყველამ მოისმინა გიორგი მამალაძის დაკავების შემდგომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ (მთავარი პროკურორის ჩათვლით) გაკეთებული განცხადებები.

პროკურატურის უსაფუძვლო ბრალდებები სახალხო დამცველის მიერ საკუთარი უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებამ გამოიწვია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ერთადერთი იყო, ვინც საზოგადოებას თავიდანვე აწვდიდა ინფორმაციას გიორგი მამალაძის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შიმშილობის მიზეზების შესახებ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სხდომების სრულად დახურვის საფუძველი მოცემულ საქმეში არ გამოკვეთილა. მესამე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი პროცესის ნაწილობრივი დახურვის შედეგად.

ნიშანდობლივია, რომ პროკურატურამ თავიდანვე შეზღუდა ბრალდებულის ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილით და სურდა საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარმართულიყო. წინამდებარე განცხადებები ანალოგიურ მიზანს ემსახურება – არ გახმაურდეს საქმეში არსებული დარღვევები. სწორედ ამიტომ სვამს კითხვებს პროკურორი ზვიად გუბელაძე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა სახალხო დამცველის ჩართვა მოცემულ საქმეში, ან რატომ ამყარებდა კომუნიკაციას პრესის წარმომადგენლებთან.

სახალხო დამცველმა არაერთხელ დააფიქსირა პატივისცემა სასამართლოს მიმართ და გამოთქვა მოლოდინი ე.წ. „ციანიდის საქმის“ განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა ამ ეტაპზე მხოლოდ საქმის გამოძიებაში დაშვებული ხარვეზები მიმოიხილა. 5 სექტემბრის საჯარო განცხადებაში საუბარი არ ყოფილა მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობის ან მტკიცების სტანდარტის საკითხებზე. შესაბამისად, პროკურორთა განცხადებები უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.

და ბოლოს, სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯარჯი წიკლაურს, პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ ინსტიტუტს და თავი შეიკავოს სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიმართ პირადი ხასიათის უპატივცემულო განცხადებებისგან. მსგავსი არაპროფესიონალური დამოკიდებულება, პირველ რიგში, თავად პროკურატურის რეპუტაციას ლახავს“,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

სახალხო დამცველი ციანიდი ჯაჯრი წიკლაური 2017-09-06
Tags სახალხო დამცველი ციანიდი ჯაჯრი წიკლაური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რექს ტილერსონი შესაძლოა ნიკი ჰეილიმ ჩაანაცვლოს

შემდეგი სტატია

წინასაარჩევნო მიტინგის დროს ანგელა მერკელს პომიდვრები ესროლეს

მსგავსი სტატიები

„გამოსავალი არის გადასახადების დაწევა, განსაკუთრებით საწვავზე აქციზის შემცირება“

12 იან 2018
„გაუგებარია საკაბელო ოპერატორების წინააღმდეგობა მაუწყებლებისთვის თანხის გადახდასთან დაკავშირებით“

„გაუგებარია საკაბელო ოპერატორების წინააღმდეგობა მაუწყებლებისთვის თანხის გადახდასთან დაკავშირებით“

30 ნოე 2017
„2012 წელს ამ ქალბატონს უნდოდა პრეზიდენტობა და უნდა დღესაც“

„2012 წელს ამ ქალბატონს უნდოდა პრეზიდენტობა და უნდა დღესაც“

31 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge