NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ფინანსთა სამინისტრო: არასწორმა მოლოდინებმა ლარის კურსის რყევა გამოიწვია

ფინანსთა სამინისტრო: არასწორმა მოლოდინებმა ლარის კურსის რყევა გამოიწვია

06 სექ 2017 მნიშვნელოვანი 410 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის აზრით, ლარის კურსის რყევა არასწორმა მოლოდინებმა გამოიწვია. ამას დაემატა პოლიტიკური სპეკულაციებიც, რამაც სიტუაცია უფრო გაამძაფრა.

“მოსახლეობაში იყო მოლოდინი, რომ აგვისტოს შემდეგ ლარი გაუფასურებას დაიწყებდა და შედეგად, მოთხოვნა გაიზარდა. სხვა არანაირი ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს. სიტუაცია ასევე გაამძაფრა ამ თემაზე არსებულმა პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც. მოვუწოდებ მოსახლეობას, არ აყვნენ მსგავს სპეკულაციებს“, – განაცხადა ყავლაშვილმა.

ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4802 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა გუშინდელ მონაცემებთან შედარებით მცირედით გამყარდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, საკანომდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრს იბარებს. „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას არასწორ პოლიტიკაში ადანაშაულებს.

„მსოფლიოში ზოგადად დოლარი უფასურდება და ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვახერხებთ გაუთვლელი კონკრეტული ნაბიჯებით თუ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის გამო, სადაც დოლარი მყარდება, არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველო. „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე პასუხს მოვითხოვთ საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან“,-განაცხადა ირაკლი  აბესაძემ.

კომენტარები

2017-09-06
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ისრაელთან მატჩის წინასამატჩო და გამარჯვების შემდგომი ემოციების ამსახველი ვიდეო-რგოლი

შემდეგი სტატია

საქველმოქმედო აქციის „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში myvideo.ge-ს თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს

მსგავსი სტატიები

შსს: „ჯაფარიძემ სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა“

შსს: „ჯაფარიძემ სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა“

სოსო ელისაშვილი 21 ოქტ 2018

ხვალ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

27 ნოე 2018

უსახლკაროდ და უიმედოდ დარჩენილი როჰინჯა მუსლიმები (ფოტორეპორტაჟი)

23 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge