პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მერობის კანდიდატები წარადგინა.
დედოფლისწყაროში მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იქნება, საგარეჯოში – გიორგი ერბოწონაშვილი, გურჯაანში – არჩილ ხანდამაშვილი, ახმეტაში – იოსებ ქარუმაშვილი, ლაგოდეხში – ჯონდო მდივნიშვილი, ყვარელში – როსტომ სესიაშვილი, სიღნაღში – გიორგი გოგილაშვილი, ხოლო თელავში – შოთა ნარეკლიშვილი.
მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა უკვე დაიწყო. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაიმართება.
„ქართულმა ოცნებამ“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში – ემზარ საბანაძე, ცაგერში – ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში – ბადრი ლიპარტელიანი.
მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა გუშინ, ქუთაისიდან დაიწყო. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაიმართება.
ფოტო: 2 სექტემბერი ქუთაისი
წარმოგიდგენთ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს იმერეთის რეგიონში:
ქუთაისი – გიორგი ჭიღვარია; ბაღდათი – არჩილ გოგსაძე; ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი; თერჯოლა – ბონდო სოფრომაძე; სამტრედია – ვალერიანე ფოცხვერია;საჩხერე – ბენიამენ ფალავანდიშვილი; ტყიბული – თემურ ჩუბინიძე; წყალტუბო – გრიგოლ იოსელიანი; ჭიათურა – პაატა ნადირაძე; ხარაგაული – ნიკოლოზ თოფურიძე; ხონი – ლადო ჯურხაძე; ზესტაფონი – კახაბერ მახათაძე.
კომენტარები