“წყალბადის ძრავის გამოცდა, რომელიც ჩვენი ბალისტიკური რაკეტებისთვის მზადდება, წარმატებულად დასრულდა. ეს – ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია ჩვენი ეროვნული ბირთვული შეიარაღების პროგრამისთვის”, – განაცხადეს ოფიციალურ ფხენიანში. ინფორმაცია საზოგადოებას, 74 წლის ვარსდისფერ სამოსში გამოწყობილმა ქალმა და ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიის შეუცვლელმა დიქტორმა, ლი ჩხუნ ჰიმ აცნობა.
ლი ჩხუნ ჰი, კორეის ცენტრალური ტელევიზიის ეკრანებზე, 40 წელია ჩანს. ის 1943 წელს ღარიბ ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრი არაფერია ცნობილი, ჟურნალისტების მიერ მოძიებულ მასალებში აღნიშნავენ, რომ მისი კარიერის წინსვლა, კარგი წარმომავლობის დამსახურება იყო.
ის არასდროს არ მუშაობდა ჟურნალისტად, თუმცა ხელოვნების ინსტიტუტში შეისწავლილმა უნარებმა, ლაპარაკის უნიკალური სტილი ჩამოუყალიბა. ლი ჩხუნ ჰი ცნობილია თავისი ექსპრესიული ტემბრით და თეატრალური მანერებით.
“მას ძალიან აგრესიული ხმა აქვს, რომელსაც, როგორც ჩრდილოკორეელები ამბობენ – შეუძლია გაავსოს ეკრანი”, – ჰყვებიან ფხენიანიდან გადასახლებული კორეელები.
ლი ჩხუნ ჰის საყვარელი ფერი ვარდსიფრია, თუმცა ის შავებში ჩაცმულიც უნახავთ. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის დამფუძნებლის კიმ ირ სენის გარდაცვლების გამოცხადებაზე, დიქტორს შავი კაბა ეცვა. იგივემ მოხდა 17 წლის შემდეგ, როდესაც ბოლო გზაზე კიმ ჩენ ირს აცილებდნენ.
კომენტარები