NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა

05 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 903 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქმიანობაზე ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ შეხვედრაზე, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბანკის სტრატეგია თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეფორმებს EBRD-ის სახით ასეთი სერიოზული მხარდამჭერი ჰყავს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და EBRD-ს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, ისაუბრეს კაპიტალის ბაზრისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ცალკეული მიმართულებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, რომლის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე EBRD-ის დაფინანსება საქართველოში შეადგენს დაახლოებით 3 მილიარდ ევროს, საიდანაც დაახლოებით 91 პროცენტი შეადგენს კერძო სექტორში დაფინანსებას მხოლოდ 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარები

დიმიტრი ქუმსიშვილი ქუმსიშვილი 2017-09-05
Tags დიმიტრი ქუმსიშვილი ქუმსიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასამართლომ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

შემდეგი სტატია

ნიუ-იორკის მეტრო – ხელოვანის ინსპირაციის წყარო

მსგავსი სტატიები

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

06 დეკ 2017
ზაზა გაბუნიამ მთის კანონის ეფექტურად აღსრულებისთვის მთავრობას მადლობა გადაუხადა

ზაზა გაბუნიამ მთის კანონის ეფექტურად აღსრულებისთვის მთავრობას მადლობა გადაუხადა

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018

პროკურორი: დღეს ეჭვმიტანილმა სააკაშვილმა ჩაშალა საგამოძიებო ღონისძიება

18 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge