თბილისში მიმდინარე ფიდე-ს გრან პრის გათამაშებაზე 25 წყვილი 5 სექტემბერს დამატებით პარტიებს ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების ლიდერ ბაადურ ჯობავას მეორე წრის საგზურისთვის ესპანელ დიდოსტატ სალგადო ლოპესთან მოუწევს ბრძოლა, რადგან ძირითადი პარტია ყაიმით 1:1 დასრულდა.
ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა მეორე პარტიაც იოლად მოიგო და მეორე წრეში მისი მეტოქე რუსი დიდოსტატი, ალექსეი დრეევი იქნება. რეიტინგში მეტოქეებს შორის თითქმის 200-ქულიანი სხვაობაა ნორვეგიელი ჩემპიონის სასარგებლოდ.
სამწუხაროდ, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე მსოფლიო თასის გათამაშებას პირველივე წრიდან გამოეთიშნენ.
ძირითადი პარტიების შემდეგ, მსოფლიო თასის გათამაშების მეორე წრეში ითამაშებენ: კარლსენი, დრეევი, ბუ ხიანგზი, სვიდლერი, ვოიტაშეკი, ონიშუკი,ვაშიე-ლაგრავი, ლინდერმანი, გრიშკი, ნავარა, ჩეპარინოვი, კრამნიკი, დუდა, გირი, მოტილიოვი, სეტურამანი, არონიანი, ჰოუ იფანი, მატლაკოვი, რაჯაბოვი, არტემიევი, სოუ, ბლუბაუმი, ნაკამურა, ბრაზონი, ინარკიევი, ანანდი, კარუანა, ვიტიუგოვი, ნაერი, მამედიაროვი, კუზუბოვი, გელფანდი, ვანგ ჰაო, დინგ ლირენი, კრავცივი, ლე ქუან ლიემიდა ვიდიტი.
დამატებით პარტიას ასევე ითამაშებს ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე 16 წლის ანტონ სმირნოვი , რომელიც სერგეი კარიაკის ეთამაშება .
კომენტარები