აბუდელაურის ფერადი ტბები, რომელიც ტრადიციებითა და კულტურით მდიდარი, მაღალმთიანი ხევსურეთის თვალწარმტაც მიდამოებს მეტ ხიბლს სძენს, დამეთანხმებით, რომ აუცილებლად უნდა მივაკუთვნოთ ბუნების უიშვიათეს ქმნილებათა სიას. აბუდელაურის ფერადი ტბები მყინვარული წარმოშობის ტბებია . ტბების მაქსიმალური დონე ზაფხულში აღინიშნება, მინიმალური კი ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ტბები ყინულითაა დაფარული, რომლისგანაც მხოლოდ მაისის ბოლოს თავისუფლდება.
კომენტარები