დღეს, 4 სექტემბერს, კენსინგტონის სასახლე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს – 35 წლის ქეით მიდლტონი და 35 წლის პრინცი უილიამი მესამე შვილს ელოდებიან.
განცხადება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“მათი სამეფო უდიდებულესობა ჰერცოგი და ჰეცოგინია მოხარულები არიან გაცნობოთ, რომ ჰერცოგინია ქეითი მესამე ბავშვს ელოდება. ინგლისის დედოფალი და ორივე ოჯახის წევრები ამ ახალი ამბით გახარებულები არიან”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია რომ ქეით მიდლტონი უკვე აღარ მიიღებს მონაწილეობას ოფიციალურ ღონისძიებებში.
შეგახსენებთ, მათი შვილები – პრინცი ჯორჯი 4 წლისაა, ხოლო პრინცესა შარლოტა 2 წლის.
კომენტარები