უნგრეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი და კომიტეტისწევრი გიორგი თოთლაძე უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე კრისტიან კულცზარს შეხვედნენ. შეხვედრაზე საუბარო შეეხო უნგრეთში სპორტის განვითარებას,ოლიმპიური კომიტეტის ჩართულობას და ოლიმპიურ კომიტეტსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს.
უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმისგაფორმება ამის დასტურს წარმოადგენს.
„თანამშრომლობის შემდეგი ეტაპისათვის საჭიროა ქვეყნებმა დაასახელონ საკუთარ ქვეყნებში პრიორიტეტული სპორტის სახეობები და ამ სპორტის სახეობებში დახმარებაგაუწიონ გამოცდილების გაზიარებითა და სასწავლო საწვრთნელი შეკრებების ორგანიზების კუთხით”, – განაცხადა კრისტიან კულცზარმა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხოოლიმპიური კომიტეტის დაფინანსების სტრუქტურას და კომიტეტის მთავრობასთან თანამშრომლობას.
ქართულმა მხარემ უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ორგანიზებისთვის მასპინძელ ქვეყანას მადლობა გადაუხადა და ოლიმპიურ კომიტეტთანურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ტურნირში ქართველი ძიუდოისტების მონაწილეობაზე ისაუბრა და ქართულ მხარეს სპორტსმენების მიერ მოპოვებულიმედლები მიულოცა.
შეხვედრის დასასრულს ქართულმა მხარემ უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და ურთიერთობების გაღრმავებისმიზნით თბილისში მოიწვია.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია უნგრეთში სამუშაო ვიზიტის განმავლობაში ასევე, დაესწრო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს. ძიუდოსმსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზარმა საპარლამენტო დელეგაცია ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის 65 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მიიწვია, სადაცდელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა სხვადასხვა დროის ძიუდოში მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს.
კომენტარები