საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიაში იმყოფება, სააკაშვილი კოპენჰაგენში „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერებს შეხვდა, შეხვედრის ფოტოები მან სოციალურ ქსელში ატვირთა. მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ „რუსთავი2“-ს მისცა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 10 სექტემბერს, უკრაინაში შესვლას გეგმავს.
„იპპ-ს ხელმძღვანელობასთან ბოლო კვირების განმავლობაში სულ მაქვს ურთიერთობა, პირველ რიგში ეს არის სიტუაცია, რაც ჩემ გარშემო შეიქმნა უკრაინაში, სადაც მე ვარ ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ისინი ხელოვნურად ცდილობენ, ჩამომაშორონ პოლიტიკურ საქმიანობას.
უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში არ გადავიდე, საზღვარი გაამაგრეს, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა, მავთულხლართები დააყენეს, ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენაა, ეს მხოლოდ ერთ რაღაცას აჩვენებს, მათ ჩემი ეშინიათ. ჩემი არშეშვება მათ გაუჭირდებათ და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის, ახლა ჩემი გეგმა არის მხოლოდ ერთი, შესვლა, დაბრუნება, მოძრაობის სათავეში ჩადგომა და საქმის ბოლომდე მიყვანა“,-განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები