NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოგზაურობა მაროკოში

მოგზაურობა მაროკოში

04 სექ 2017 ახალი ამბები, მსოფლიო 6483 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მაროკო – ეს არის ადგილი, სადაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეთ. აქ არის თავმოყრილი ყველა ის პირობა, რაც ადამიანის საინტერესოდ მოგზაურობას უზრუნველყოფს. უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურა, საოცარი პეიზაჟები და უგემრიელესი სამზარეულო ტურისტთა უდიდეს ინტერესს იწვევს. მაროკოში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ საინტერესო სოფლის დასახლებები, დედესის ხეობა, ქალაქი-ციხესიმაგრე აიტ-ბენ-ჰადუ, საკურორტო ქალაქი შკირატი, მსოფლიოში სიდიდით მესამე უდაბნო საჰარა და ულამაზესი ქალაქი შეფშაუენი, რომელიც ცისფერი სახლებითა და ადგილობრივების მიერ დამზადებული სუვენირების დიდი არჩევანით გამოირჩევა

  • მაროკოს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა უკავია აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით. ზღვის და ოკეანის სანაპიროები, მთები და უდაბნოები უნიკალურ ლანდშაფტებს ქმნის.იგი მონარქიული სახელმწიფოა, ეკონომიკური სიძლიერით აფრიკის კონტინენტზე მეხუთეა. ქვეყანა მდიდარია ფოსფორით, მოსახლეობა შედგება არაბებისა და ბერბერებისგან.

ეგზოტიკური მაროკო ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს. ყოველწლიურად აქ ათასობით ტურისტი ჩადის ქვეყნის ულამაზესი ქალაქებისა და უძველესი კულტურის ძეგლების მოსანახულებლად. მის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას სხვადასხვა ფერის ქალაქები წარმოადგენს. ლამაზ ფერებად სახლების შეღებვა აქ უძველესი დროიდან იქცა ტრადიციად, მაროკოელები კი ტრადიციების მკაცრი მიმდევრები არიან და დღესაც გვხიბლავს ეს ქვეყანა წითელი თუ ყვითელი, მწვანე თუ ზურმუხტისფერი ადგილებით.

  • მოსახლეობა – 31 689 ათასი (2003), მათ შორის 73,9 % მაროკოელები, 25,4 % ბერბერები.
    სახელმწიფო ენა : არაბული. სხვა ენები: ბერბერო-ლიბიური ენები (ეროვნული), ფრანგული (ადმინისტრაციის და ბიზნესის ენა).
    რელიგია : ისლამი.
    დედაქალაქი : რაბატი (1,637 ათასი).

მაროკოში ნახავთ ბევრ მოზაიკას , რომელიც სიმბოლოა ქვეყნის  ის ჭრელია და ფერადი, მაგრამ ამავე დროს სხვა არაფერია თუ არა ათასობით ნამსხვრევის ერთობლიობა და სწორედ ასეთია მაროკო უამრავი ნაწილისგან შედგება, ბევრი ისტორია და ათასი გავლენა იგრძნობა.

კასაბლანკა ყველაზე დიდი ქალაქია, აქ ძალიან იგრძნობა საფრანგეტის გავლენა. ეს არის ევროპული არტ დეკოს და მაროკოული არქიტექტურის ნაზავი.

 

შეფშაუენი ულამაზესი პატარა ქალაქია და მთების ფერდობებზეა შეფენილი. იგი ფერადოვანი ქალაქია, სადაც თითქმის ყველა სახლი ცისფერი ან პასტელის ფერებშია. მიუყვები ვიწრო ქუჩებს და ეს ყველაფერი სიზმარი გგონია, მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებული, სასოწარკვეთილი ქუჩის მოვაჭრეების თავგამოდებული და დაჟინებული დევნა გაგრძნობინებს, რომ რეალურ სამყაროში ხარ. შეფშაუენი მაროკოს პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. ამის გარდა, `საშოპინგე~ ადგილიცაა, სადაც ადგილობრივი ოსტატების მიერ შეკერილი და დამზადებული ნივთები იყიდება, ასევე გამორჩეულია თხის ყველით. ეს ქალაქი დაარსდა 1471 წელს. სახელწოდება დაკავშირებულია იმ მთის ფორმასთან, რომლის მახლობლადაც ქალაქია გაშენებული. შეფშაუენი ადგილობრივ ენაზე “რქას” ნიშნავს. თუმცა ქალაქის სავიზიტო ბარათს მისი ლურჯად შეღებილი შენობები წარმოადგენს. ამ პატარა ქალაქს მდიდარი ისტორია, კულტურა და, რაც მთავარია, ულამაზესი არქიტექტურული ძეგლები ამშვენებს. მედინას სექტორი გადაწყვეტილია ესპანური და მორაკანული არქიტექტურის ნაზავით.

შეფშაუენი XV საუკუნეში გახდა იმ ებრაელების თავშესაფარი, რომლებიც ესპანურ ექსპანსიას გამოექცნენ. ისინი აქ ცოტა ხანს დარჩნენ, მაგრამ წასვლის წინ თავიანთი სახლები სამახსოვროდ ცისფრად შეღებეს. ადგილობრივ მოსახლეობას მოეწონა ებრაელების იდეა და გააგრძელა მათი დაწყებული საქმე _ სახლების ცისფრად შეღებვა, მით უფრო, რომ ეს ფერი მათ წარმოდგენაში ღმერთთან სიახლოვეს აღნიშნავდა. ძველი წყაროები გვამცნობენ, რომ ძველად აქ სახლებს ღია ცისფერი შეფერილობა ჰქონდა, შემდეგ საუკუნეებში კი, ტურისტების მისაზიდად, ლურჯი გახდა. შეფშაუენის ხილვისას გეგონება, თითქოს ქალაქი მთების კალთებზე ციდან დაეშვა.

 

კომენტარები

ისტორია მაროკო მოგზაურობა ფერადი 2017-09-04
Tags ისტორია მაროკო მოგზაურობა ფერადი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნადალი მეოთხედფინალშია

შემდეგი სტატია

თელავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

მსგავსი სტატიები

მზად ვარ, მწვავე კითხვებს ამომწურავი პასუხი გავცე – ნათია თურნავა პარლამენტში მივიდა

მზად ვარ, მწვავე კითხვებს ამომწურავი პასუხი გავცე – ნათია თურნავა პარლამენტში მივიდა

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივნ 2019

თორდინავა: მე მაინც ვვარაუდობ, რომ ეს უყურადღებობის თემაა

25 სექ 2017

რუსეთის საპატრიარქო პუტინის ხელისუფლებაში დიდი ხნით ყოფნას გამართლებულად მიიჩნევს

25 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge