NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კომპანია „სილქნეტმა”„თიბისი კაპიტალთან” ერთად 34 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

კომპანია „სილქნეტმა”„თიბისი კაპიტალთან” ერთად 34 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

04 სექ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 1014 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თიბისი კაპიტალმა” კომპანია „სილქნეტის” ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 34 მილიონი ლარია. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პირველად მოხდა კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება.

„სილქნეტის” ობლიგაციების ვადა 5 წელია. წლიური კუპონი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3.5%-ია.  ობლიგაციები საქართველოში არსებულმა ბანკებმა შეიძინეს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორს და წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს საქართველოში მსხვილი ემისიის განხორციელებაში დავეხმარეთ. აღნიშნული ემისია კომპანიის ზრდას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს,”- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.

„ამ ნაბიჯით საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში  „სილქნეტის” სახით ჩნდება ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე მოთამაშე   და ამავე დროს   კაპიტალის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით და მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობას გვიწევს ისეთი საფინანსო ინსტიტუტი, როგორიც „თიბისი კაპიტალია”.  მნიშვნელოვანია, რომ  სწორედ „სილქნეტია” სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ის  ქართული კომპანია, რომელმაც პირველმა გამოუშვა ლარში ობლიგაციები, “-განაცხადა კომპანია „სილქნეტის”სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა.

„თიბისი კაპიტალი” თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საინვესტიციო საბანკო ბიზნეს საქმიანობას ეწევა. „თიბისი კაპიტალი” კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო მომსხურებას.

სააქციო საზოგადოება „სილქნეტი” საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. კომპანიას FITCH-ის მიერ მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი.

„სილქნეტი”  2017 წლის 6 თვის მონაცემებით (gncc) საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის  41%  ფლობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე (IPTV) ბაზრის 30% – ს, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო ქსელით   მომხმარებელთა 48% ემსახურება.

კომპანიაში დასაქმებულია 1600-ზე მეტი სპეციალისტი.

[R]

კომენტარები

თიბისი ბანკი ობლიგაციები სილქნეტი 2017-09-04
Tags თიბისი ბანკი ობლიგაციები სილქნეტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

BBC თანამშრომელი პირდაპირი ეთერის დროს ეროტიულ ფილმს უყურებდა

შემდეგი სტატია

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა უნგრეთში შეხვედრები გამართეს

მსგავსი სტატიები

“სრული აბსურდია” – დავითულიანი ბოკერიას ბრალდებებს პასუხობს

“სრული აბსურდია” – დავითულიანი ბოკერიას ბრალდებებს პასუხობს

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივნ 2019

ამერიკელების უმეტესობა კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მომხრეა

15 სექ 2017
საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობებით ვაჭრობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობებით ვაჭრობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

05 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge