რომის პაპი ფრანცისკე 6-10 სექტემბერს კოლუმბიას ეწვევა. რომის პაპის დასახვედრად კოლუმბიაში განსაკუთრებით ემზადებიან. პაპის დახვედრა არ ჩაივლის მუსიკალური ნომრების გარეშე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მუსიკალური ნომერი, რომელსაც მონაზონი მარია ვალენტინა დე ლოს ანჯელესი შეასრულებს. მონაზონი მუსიკალურ ნაწარმოებს- „მოდით გადავდგათ პირველი ნაბიჯი“, რეპის სტილში შეასრულებს. მონაზვნის განცხადებით, რეპი ეხმარება მას ჭეშმარიტების და ქრისტეს სიყვარულის გამოხატვაში. საინტერესოა რომ მონაზონს სიმღერის შესრულების დროს სპორტული ფეხსაცმელი ეცმევა.
კომენტარები