ბელგიაში ავიაშოუს დროს ვერტმფრენი Agusta A-109-დან პილოტი გადმოვარდა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინციდენტი, პარაშუტით საჩვენებელი ხტომის შემდეგ მოხდა, ხოლო ვერტმფრენი მიწიდან რამდენიმე ასეული მეტრით იყო დაშორებული. ავიაშოუ ბელგიის პროვინცია ლიეჟში მიმდინარეობდა.
სამხედრო ვერტმფრენიდან გადმოვარდნილი პილოტის ძებნა ამ დრომდე გრძელდება, ჯერჯერობით უცნობია მისი გადმოვარდნის მიზეზი.
კომენტარები