თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აპირებს ჩასვლას.
ადგილზე ორი ღია კერა რჩება. გამომდინარე იქიდან, რომ ალპური ზონაა და ცეცხლის კერებთან მიღწევა რთულია და მეხანძრე-მაშველები ვერტმფრენით გადაყავთ.ხანძრის ჩაქრობას სამი ვერტფმრენი და ცოცხალი ძალა ცდილობს. ვერტმფრენები წყალს ლოპოტას ტბიდან იღებენ. ადგილზე 100-ზე მეხანძრე-მაშველი, რეინჯერი და მოხალისე მუშაობს.
ასევე თელავში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის თათბირი გაიმართა, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე და კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდნენ. თათბირზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ხანძრის კერების ქრობის პროცესის მიმდინარეობა შეაფასეს. თათბირის მონაწილეებმა ცეცხლის ეფექტურად ლიკვიდაციის განახლებულ გეგმაზე იმსჯელეს.რთული რელიეფიდან გამომდინარე, ხანძრის უმოკლეს დროში ქრობის მიზნით, დღის განმავლობაში, ცეცხლის კერებთან, ვერტმფრენის მეშვეობით, მეხანძრე-მაშველების დამატებითი რაოდენობის მობილიზება მოხდა.
ვითარება კონტროლს ექვემდებარება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ახლომდებარე ტყეში, სადაც ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს.უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ცოცხალი ძალა და შსს-ს ვერტმფრენი ცეცხლის ლოკალიზებას ერთობლივი ძალებით ცდილობენ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ახლოს , კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა.
კომენტარები