NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ცესკო თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ავრცელებს ინფორმაციას

ცესკო თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ავრცელებს ინფორმაციას

03 სექ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 564 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ავრცელებს ინფორმაციას.ცესკოს ცნობით, 2 სექტემბერს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ყოფილი პარლამენტარი სამველ პეტროსიანი და მისი შვილი გიორგი პეტროსიანი, რომელიც გამგებლის რწმუნებულია, დაემუქრნენ.

“ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით”, – განაცხადეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ამ პირების მხრიდან მსგავსი მუქარა ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ არაერთგზის განხორციელებულა. გარდა ამისა, პრესსპიკერის თქმით, გუშინვე სამველ პეტროსიანმა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს პაატა ფანჯიკიძეს, ქუჩაში მანქანა გაუჩერა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.

“იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფაქტები შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად გადაეგზავნება პროკურატურას. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის.

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს თავი შეიკაონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უაკნონო ქმედებების განხორციელებისგან”, – განაცხადეს ცესკოში.

საიას განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში შესაძლო არასათანადო ჩარევების და კომისიების მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირებით დაკომპლექტების განზრახვების შესახებ. აქედან გამომდინარე, საია საოლქო კომისიებს, ცესკოსა და პარლამენტს მიმართავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საოლქო კომისიებს მოუწოდებს, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარმართონ, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება ობიექტურობა და მიუკერძოებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას; ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესში შეარჩიონ მხოლოდ დამოუკიდებელი, სანდო რეპუტაციისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები.

31 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, 73 საარჩევნო ოლქის 3635 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 810 ვაკანტურ ადგილზე სულ 28 666 კონკურსანტის განცხადება შევიდა. შესული განაცხადებიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 1-5 სექტემბრს გაიმართება, ხოლო 6 სექტემბრიდან დაიწყება 7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნომინირება/დანიშვნა.

მანამდე ცესკომ განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ

ცსკო “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას გამოეხმაურა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას გამოეხმაურნენ. ცესკოს პრესმდივნის თქმით, ლევან ბეჟაშვილის განცხადება, თითქოს დიღმის მასივში, საარჩევნო ოლქების საზღვრებში მითითებული მისამართები რეალურად არ არსეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ანა მიქელაძე ამბობს, რომ აღნიშნული მისამართები 2010 წლიდან ფიქსირდება და მათზე 156 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასევე განმარტავენ, რომ მონაცემთა გადამოწმება 1 სექტემბერს დასრულდება და ყველა საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება.

დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განცხადება გააკეთა იმის თობაზე, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, დიღმის მასივის ერთ-ერთ ოლქის მცდარი საზღვრებია შეტანილი. ლევან ბეჟაშვილის თქმით, დარეგისტრირებული კორპუსი რეალურად არ არსებობს, მის ადგილას კი სკვერი მდებარეობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ქართული ოცნება არ ღალატობს ჩვევას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. გუშინ, 2 საათზე, N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც განსახილველი საკითხი  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა იყო. აღნიშნული სხდომა  3 საათზე დასრულდა, სადაც მიიღეს განკარგულება  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ. განკარგულების მიღებიდან  2 საათში, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. ესენი იყვნენ ქართული ოცნების გაგზავნილი ადამიანები, რომლებმაც  კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები შეავსეს.“- განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს, არ ეცადოს არჩევნების გაყალბებას, რადგან ამისთვის დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ლევან ბეჟაშვილი ცესკოს მიმართავს, რათა დაუყონებლივ მოხდეს კომისიის შეკრება და იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნა, რომ გამოირიცხოს პარტიული ნიშნით დანიშვნა. ბეჟაშვილის განცხადებაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

კომენტარები

ახალი განცხადება ცესკო 2017-09-03
Tags ახალი განცხადება ცესკო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველო 1:1 ირლანდია

შემდეგი სტატია

სამეგრელოში ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ

მსგავსი სტატიები

აბაშიშვილი – ვისაც სააკაშვილის მსგავსი ტონის ეშინია, მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა

აბაშიშვილი – ვისაც სააკაშვილის მსგავსი ტონის ეშინია, მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა

02 ივლ 2018
სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული პირების გემოვნებაზე მორგებას

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული პირების გემოვნებაზე მორგებას

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივლ 2019
ცხადია, დაისჯება ვინც არ უნდა იყოს ის, მაგრამ არ შეიძლება ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა

ცხადია, დაისჯება ვინც არ უნდა იყოს ის, მაგრამ არ შეიძლება ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა

ირაკლი შალიკაშვილი 19 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

    საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

  • ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

    ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

  • საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

    საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

  • ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

    ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

  • ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

    ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

  • “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

    “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

  • გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

    გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

  • კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

    კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

  • ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”

    ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”

  • „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

    „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge