NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»Agile Spirit 2017-ში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოვიდნენ

Agile Spirit 2017-ში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოვიდნენ

01 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 380 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს დილით ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უცხოელ სამხედროებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დახვდა. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლები აეროპორტიდან შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სწავლების რაიონისაკენ გაემგზავრნენ.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 წინა წლებთნ შედარებით გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანია. საველე და საშტაბო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 9 ქვეყნის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.

სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.

სწავლების საველე და საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

კომენტარები

აშშ თავდაცვის სამინისტრო ნატო სამხედრო წვთნები 2017-09-01
Tags აშშ თავდაცვის სამინისტრო ნატო სამხედრო წვთნები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ახალი 5-ლარიანი მიმოქცევაში პირველი სექტემბრიდან გამოვა

შემდეგი სტატია

შსს-ს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი გადაარჩინეს

მსგავსი სტატიები

კოტე მიქაბერიძისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში

06 ოქტ 2017
საქართველოს პრეზიდენტი ტალინში დიასპორის წარმომადგენლებს და ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ტალინში დიასპორის წარმომადგენლებს და ქართველ სტუდენტებს შეხვდა

ირაკლი შალიკაშვილი 17 მაი 2019
„მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, რომ ასეთი უბედურებები ავიცილოთ თავიდან“

„მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, რომ ასეთი უბედურებები ავიცილოთ თავიდან“

04 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • “ლელო” ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

    “ლელო” ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

  • მნიშვნელოვანი ვიზიტია, განიხილება საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლებს

    მნიშვნელოვანი ვიზიტია, განიხილება საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლებს

  • საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

    საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

  • ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

    ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

  • საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

    საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

  • ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

    ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

  • ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

    ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

  • “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

    “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

  • გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

    გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

  • კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

    კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge