პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 25 კანდიდატს დღეს ოფიციალურად წარადგენს. კანდიდატებს პარტიის პოლიტსაბჭოს სდომაზე დაამტკიცებენ. უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი საზოგადოებას ისეთ კანდიდატებს წარუდგენს, რომელიც თბილისის მომავალი განვითარების გარანტია იქნება.
„კანდიდატებს შორის არიან ქალი პოლიტიკოსები, ახალგაზრდა ლიდერები და ჩვენ, დღეს საღამოს საზოგადოებას შევთავაზებთ ისეთ შემადგენლობას, რომელიც იქნება თბილისის მომავალი განვითარების გარანტია.
როგორც მაჟორიტარი კანდიდატების შემთხვევაში, ჩვენი პარტიის პროპორციული სიაც თბილისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მნიშვნელოვნად განახლდება და აქაც წარმოდგენილი იქნებიან ახალი სახეები და მათ შორის ის ადამიანები, ჩვენი თანაგუნდელები, რომლებმაც ამ ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით იმუშავეს“,-განაცხადა თალაკვაძემ.
კომენტარები