უშანგი მარგიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა სერბი ალექსანდრ კუკოლი 2 ვაზარით დაამარცხა. მარგიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი შეხვედრა ნემანია მაიდოვთან ვაზარით დათმო.
საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ბრინჯაოს მედალია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირის პრიზიორი ვაჟა მარგველაშილი გახდა.
ხვალ მედლების კომპლექს 100 კილოგრამ წონით კატეგორიისა და მძიმე წონის ძიუდოისტები გაითამაშებენ. საქართველოს სახელით ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი იასპარეზებენ. ხოლო გოგონათა შორის 78 კილოში ელენე ქებაძე გამოვა
კომენტარები