NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“საქართველოს ნაკრებს პოტენციალი გააჩნია”

“საქართველოს ნაკრებს პოტენციალი გააჩნია”

01 სექ 2017 ახალი ამბები, სპორტი 756 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა. ბუნებრივია, საუბარი მთლიანად ხვალინდელ თამაშს დაეთმო.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრები ბოლომდე დაიხარჯება და ყველაფერს გაიღებს, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი თამაში მოიგოს.

“რთულია, როდესაც ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. გარდა ამისა, ჯერჯერობით ჯგუფში გამარჯვება არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მაქსიმუმ გავაკეთებთ წარმატებისთვის. აქამდეც მითქვამს და გავიმეორებ – ამ გუნდს პოტენციალი გააჩნია და შეუძლია წარმატებას მიაღწიოს. აქამდე იყო თამაშები, როდესაც რაღაც დაგვაკლდა – უფრო მეტი აგრესია, მობილიზება. ხვალ კი, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელიც ძალიან ორგანიზებულია, მაგრამ ჩვენ გავალთ მოედანზე და გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

ირლანდიის ნაკრები შესანიშნავია გუნდია – ძლიერი მწვრთნელი და ასისტენტი ჰყავს (როი კინი). შესაძლოა, ირლანდიის თამაში არ იყოს სანახაობრივი, მაგრამ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რთული თამაში იქნება.

საკმაოდ კარგად ვითამაშეთ ირლანდიაში, ისევე როგორც უელსთან და სერბეთთან – სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ, რომელსაც ვიმსახურებდით. თუმცა, რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი. ხვალ კი ალბათ დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ გაიტანას პირველ გოლს.

დიახ, ყველა ამბობს, რომ კარგად ვთამაშობთ და შედეგი არ გვაქვს, მაგრამ რეალურად ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გუნდს პოტენციალი გააჩნია. არ აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები თუ არა, მთავარი მწვრთნელი – ფაქტია, საქართველოს ნაკრებს მომავალი გააჩნია და დარწმუნებული ვარ, შედეგს მიაღწევს.

სპორტის სხვა სახეობებს ჩვენც ვადევნებთ თვალს და ვგულშემატკივრობთ – წარმატების მიღწევას ჩვენც შევეცდებით. აქამდე არყოფილა შემთხვევა, რომ მაქსიმალურად არ დავხარჯულიყავით. სხვა საქმეა, რომ ყოველთვის გვავქს საკადრო პრობლემები. შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებსაც ახლა სათამაშო პრაქტიკა სხვებთან შედარებით. დანაკლისს რაც შეეხება, ეს ყოველთვის ხდება. არის ტრავმები და დისკვალიფიკაციები.

გიორგი არაბიძის დათმობა 21-წლამდელთა ნაკრებიდან არავის უთხოვია. ტაბიძის შემთხვევაში კი მთხოვეს და მე ის ახალგაზრდულ ნაკრებს დავუთმე.

რაც შეეხება ირლანდიასთან უარყოფით ბალანსს, სტატისტიკას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, როგორი სიტუაციაა დღეს. ახალგაზრდა ფეხბურთელებზე კი ვიტყოდი, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი შრომა მართებთ წარმატებას რომ მიაღწიონ. ამის შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნიათ”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა მატჩი 2 სექტემბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

წყარო : worldsport

კომენტარები

ირლანდია მწვრთნელი ნაკრები საქართველო ფეხბურთი 2017-09-01
Tags ირლანდია მწვრთნელი ნაკრები საქართველო ფეხბურთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უშანგი მარგიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

შემდეგი სტატია

ქართულმა ოცნებამ საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი მთავრობის მუშაობის შეჩერებით იმუქრება

დონალდ ტრამპი მთავრობის მუშაობის შეჩერებით იმუქრება

30 ივლ 2018
თბილისის ნაწილს 24 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს 24 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

22 ნოე 2017

გიორგი გახარია ევროკავშირის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

28 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge