NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა

პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა

01 სექ 2017 ახალი ამბები 2452 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

1997 წლის 31 აგვისტოს, ღამის 03:00 საათზე ბუკინგემის სასახლეში ზარის ხმა გაისმა, სამეფო ოჯახს შეატყობინეს, რომ პრინცესა დაიანა პარიზში, დოდი ალფაიედთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოყვა.დღეს პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან  20 წელი გავიდა, ზუსტად ამდენივე დროა გასული, რაც საუბარი არ წყდება იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში 1997 წლის საბედისწერო ღამეს, როდესაც ხალხის ” “გულების პრინცესა” 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1997 წლის 31 აგვისტოს, დაიანა და დოდი პარიზში იმყოფებოდნენ. ოფიციალური ვერსიით, ისინი პაპარაცებმა შეამჩნიეს და ავტომობილს დაედევნენ, რა დროსაც მანქანის მძღოლმა სიჩქარე ვერ დაიმორჩილა და ტრაგედია დატრიალდა.მძღოლი და დოდი ადგილზე დაიღუპნენ, დაიანა კი საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა.ლედი დი მთელმა ბრიტანეთმა და მსოფლიომ იგლოვა.ის 36 წლის იყო.

დაიანას დაკრძალვის დღეს ლონდონი ყვავილებში ჩაეფლო. პრინცესას სიკვდილმა მთელი მსოფლიო შეძრა.

ადამიანები, რომლებსაც ლედი დაიანა უყვარდათ მის სიკვდილში დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ადანაშაულებდნენ, ზოგიც იმ პაპარაცებს რომლებიც პრინცესას გამუდმებით კუდში დასდევდნენ, ბევრიც პრინცესას სიკვდილში თავად პრინც ჩარლზსა და კამილა პარკერს სდებს ბრალს, თუმცა ოფიციალური ვერსიით ავარია მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.

როდესაც დიანას გარდაცვალების ამბავი მის ოჯახს შეატყობინეს  მათ მეორე დღესვე  ბუკინგემის სასახლე დატოვეს და ქალაქგარეთ რეზიდენციაში გაემგზავრნენ.ექვსი დღის განმავლობაში პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი სთხოვდა ელიზაბეტ მეორეს შეესრულებინა ხალხის ნება და დაბრუნებულიყო ლონდონში, რათა ხალხის გვერდით დამდგარიყო.

ელიზაბეტი ამ წინადადებაზე უარს მანამ ამბობდა, სანამ არ დაინახა, რომ ავტორიტეტისა და გავლენის დაკარგვისკენ მიმავალ გზას დაადგა. მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ, დაიანას დაკრძალვის წინა დღეს, დედოფალმა ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც შემდეგ BBC-ის პირდაპირ ეთერით მიმართა მაყურებელს.

“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დაიანა კაცობრიობისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო. მას ყველაზე რთულ დროსაც კი შეეძლო ღიმილი და სიყვარულის გაცემა, რითაც ის ჩვენთვის შთაგონების წყარო და სიკეთის ნამდვილი მაგალითია.მის სახელს არც ისინი დაივიწყებენ, ვისაც ის ერთხელაც არ უნახავს. მჯერა, რომ მისი ცხოვრებიდან უამრავი რამ შეიძლება ვისწავლოთ.ხალხის იმ რეაქციიდანაც, რომელიც მის გარდაცვალებას მოჰყვა, ვუერთდები თქვენს გადაწყვეტილებას, რომ მის ხსოვნას გავუფრთხილდეთ. იმედი მაქვს დღეს ყველა ერთად გავაცილებთ დაიანას უკანასკნელ გზაზე.დაე სიმშვიდე ჰპოვოს მისმა სულმა.”, ასე მიმართა ელიზაბეტ მეორემ ბრიტანეთის მოქალაქეებს.

ამ თემასთან დაკავშირებით დოდი ალფაედის მამამ ფილმიც გადააღებინა სახელად „კრიმინალური მკვლელობა“, რომლიც დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.პრესაში იწერებოდა, რომ ტრაგედიამდე წყვილმა დაქორწინება მოასწრო, წერდნენ იმასაც რომ, ტრაგედიამდე დოდიმ იუველირს ბეჭედი შეუკვეთა, ამბობდნენ, რომ ლედიდი ორსულად იყო…პრინცესა დაიანა დღემდე რჩება ბრიტანელების საყვარელ დედოფლად. ხშირად იხსენებენ მის სიტყვებს – „ვისურვებდი, ვყოფილიყავი ხალხის გულების დედოფალი, მაგრამ ამ ქვეყნის დედოფლად თავი ვერ წარმომიდგენია“. ალბათ, ამიტომ შერაცხეს ლედი დი ხალხის გულების დედოფლად. “სახალხო პრინცესას” ტიტული დაიანას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა მიანიჭა.

 

საინტერესო ფაქტები პრინცესა დიანას შესახებ

1. პრინცესა დიანას დაბადების მომენტში ფანჯრიდან ხმამაღალი აპლოდისმენტების ხმა გაისმა. იქვე მეზობლად გოლფის მოედანზე ერთ-ერთმა მოთამაშემ ერთი დარტყმით ზუსტად ისროლა ბურთი და მიზანს მიაღწია. ოჯახში კარგის მომასწავებლად მიიჩნიეს ეს ფაქტი.

2. დიანას მშობლები მკაცრი არისტოკრატული და ტრადიციული წესებით ზრდიდნენ თავის შვილებს. არანაირი კოცნა, არც მშობლების ხვევნა და ამბორი, არც თანაგრძნობის სიტყვები. მშობლებსა და შვილებს შორის მუდამ ცივი და დისტანციური დამოკიდებულება არსებობდა. როგორც მიღებული იყო მაღალ წრეებში.

3. მშობლები გაცილდნენ, როცა დიანა ჯერ 7 წლის იყო. იმ დროისათვის განქორწინება საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. საზოგადოება უფრო მკაცრად განსჯიდა მაშინ ამას, ვიდრე ახლა.

 

4. დიანას ძალიან უყვარდა ცეკვა. სკოლის პერიოდში მან გაიმარჯვა კონკურსში და ოცნებობდა ბალერინობაზე მომავალში. მაგრამ მას ხელი სიმაღლემ შეუშალა (178სმ).

5. სანამ პრინცი ჩარლზი რომანტიულ ურთიერთობას გააბავდა დიანასთან. იგი ხვდებოდა მის უფროს დას სარა სპენსერს.

 

6. როდესაც პრინცესა დიანა გადავიდა ლონდონში მისი სრულწლოვანების ასაკში, ის მუშაობდა ძიძად საბავშვო ბაღის აღმზრდელად. ერთი საათის მუშაობა კი ერთ ფუნტს არ აღემატებოდა.

7. დიანას არისტოკრატული ფესვები უფრო ღრმა იყო ვიდრე მმართველი სამეფო ოჯახის. იგი მეექვსე თაობის შთამომავალი იყო ინგლისის დედოფალი მარიამ სტიუარდის.

 

8. “ზღაპრული ქორწილი”, “საუკუნის ქორწილი”, –ეს სანახაობა, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით აკვირდებოდა 750 მილიონი ადამიანი–არ ჩაუვლია ცუდი მინიშნებების გარეშე. მაგალითად: დიანა როდესაც საქორწინო ფიცს სდებდა ქმრის წინაშე შეცდომით მამამთილის სახელი წარმოთქვა. ხოლო ჩარლზმა ტრადიციული “გპირდები შენთან ერთად გავიყო ყველაფერი, რაც მე მეკუთვნის.”

 

9.მდუმარე თანხმობით სამეფო ოჯახისა და ცერემონიალის ხელმძღვანელობისა სიტყვა უპირობო მორჩილებისა ქმრისადმი დიანას თხოვნით იყო ამოღებული პრინცესას ფიციდან. ქეით მიდლტონმაც პრინცესა დიანას მაგალითზე ამოიღო ფრაზა თავისი საქორწინო ფიციდან, უპირობო მორჩილებისა ქმრისადმი.

10. “სახალხო პრინცესას” ტიტული დიანას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა მიანიჭა.

11. პრინცი უილიამი უნდა უმადლოდეს პრინცესა დიანას სახელის დარქმევას, რადგან რომ არა მისი სიჯიუტე მას მისი მამა არტურს დაარქმევდა.

12. ძალიან პრინცესას უყვარდა თეთრი ფერის ზედა სამოსი. მისი გარდერობი უამრავი თეთრი ფერის კოფთებით იყო გავსებული. ყოველ მათგანს კი ის დამოუკიდებლად ყიდულობდა.

რატომ უყვარდათ დიანა?

დიანა სპენსერი ნაკლებად ჰგავდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რომელიმე წევრს. ის იყო საკმაოდ გახსნილი და უშუალო, რითაც განსხვავდებოდა თავისი მეტისმეტად თავდაჭერილი ქმრისგან და დედოფალ ელისაბედ მეორისგან, რომელსაც სახელმწიფოს სიმბოლოდ მიიჩნევენ. დიანამ ბევრი რამ გააკეთა სამეფო ოჯახის და ხალხის დაახლოებისთვის, რასაც მან დიდწილად თავისი საქველმოქმედო საქმიანობით მიაღწია.

ის იყო ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანებიდან, რომელიც შიდსის პრობლემით დაკავდა. იმ დროს ეს სტიგმატიზებული დაავადება იყო და გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. ის შიდსით დაავადებულ ადამიანებთან ერთად ფოტოებს იღებდა, ეხვეოდა და ხელს ართმევდა მათ, მაშინ როდესაც 1980-იან წლებში ექიმები და ექთნებიც კი ერიდებოდნენ ინფიცირებულებთან შეხებას, რადგან ნაკლებად შესწავლილი ვირუსით დაავადების ეშინოდათ.

გარდა ამისა, ის ეხმარებოდა ნაღმებზე აფეთქების მსხვერპლთ, დაინტერესებული იყო პალიატიური დახმარებით და საქველმოქმედო საქმიანობის ბევრი სხვა ასპექტით, რომლითაც მანამდე სამეფო ოჯახი იშვიათად ინტერესდებოდა.

კომენტარები

2017-09-01
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლიონელ მესიმ გულშემატკივარს ოცნება აუხდინა

შემდეგი სტატია

რუბრიკა „დღეს სამყაროში…“ ეპიზოდი 4 (01.11.2017)

მსგავსი სტატიები

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიხსნა

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიხსნა

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018
„აიცილე ლევან მურუსიძე“ – 10-მდე ადვოკატი მურუსიძის აცილების მოთხოვნით კამპანიას იწყებს

„აიცილე ლევან მურუსიძე“ – 10-მდე ადვოკატი მურუსიძის აცილების მოთხოვნით კამპანიას იწყებს

27 თებ 2019
ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის არჩილ ტუტანაშვილის სახელის დარქმევას ითხოვენ

ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის არჩილ ტუტანაშვილის სახელის დარქმევას ითხოვენ

სოსო ელისაშვილი 24 მარ 2018

უახლესი ამბები

  • პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ – როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი

    პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ – როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი

  • ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია

    ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია

  • Samsung Galaxy A52 – პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

    Samsung Galaxy A52 – პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

  • ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება

    ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება

  • შეთანხმების დოკუმენტიდან ნებისმიერი გადახვევა ავტომატურად იქნება ნიშანი ამ შეთანხმების დარღვევის

    შეთანხმების დოკუმენტიდან ნებისმიერი გადახვევა ავტომატურად იქნება ნიშანი ამ შეთანხმების დარღვევის

  • თაკო ჩარკვიანი: თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი

    თაკო ჩარკვიანი: თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი

  • უცნობი პროკურატურას მოუწოდებს

    უცნობი პროკურატურას მოუწოდებს

  • ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის ორმხრივი ურთიერთობების განხილვის მიზნით, უკრაინელ კოლეგას ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში

    ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის ორმხრივი ურთიერთობების განხილვის მიზნით, უკრაინელ კოლეგას ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში

  • ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

    ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

  • უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

    უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge