NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»მთაწმინდაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მთაწმინდაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

01 სექ 2017 მნიშვნელოვანი 1128 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთაწმინდაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე მაინც დარჩება 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ათკაციანი შემადგენლობით.

ხანძარი დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობზე იყო გავრცელებული. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე 13 საათსა და 38 წუთზე მივიდნენ.

სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ამ დროისთვის ხანძარის ღია კერა აღარ ფიქსირდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი.

მთაწმინდაზე 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობს

მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, დღეს, 13 საათსა და 33 წუთზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, 13 საათსა და 38 წუთზე მივიდნენ. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი“, – წერია განცხადებაში.

მთაწმინდაზე ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მობილიზება ორი მხრიდან ხდება. როგორც News.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი მიუდგომელ ადგილას გაჩნდა და ამიტომ მის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთვება.

 

 

 

მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ხანძარია

თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.  ცეცხლი, სავარაუდოდ, ბალახს უკიდია. დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას News.ge შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან ცდილობს.

მთაწმინდაზე ხანძარი 9 აგვისტოსაც გაჩნდა, მაშინ ორი ჰექტარის ფართობის მწვანე ნარგავები დაიწვა.

კომენტარები

თბილისი მთაწმინდა შსს ხანძარი 2017-09-01
Tags თბილისი მთაწმინდა შსს ხანძარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანსა და კერძო არქიტექტორს პატიმრობა შეეფარდათ

შემდეგი სტატია

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით დღეიდან მიდგომები იხვეწება

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო კურსსა და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

02 მაი 2018
სენაკში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2018 დაიწყო

სენაკში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2018 დაიწყო

01 სექ 2018

თბილისში სუამი-ს დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება

08 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge