NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

31 აგვ 2017 ახალი ამბები 395 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა უნგრეთი გახლავთ საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებში, როგორიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს უნგრეთის სახელმწიფოს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიებისთვის, რომლის მოცულობაც წელს გაიზარდა და უნგრეთში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება 80 ქართველ სტუდენტს მიეცა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ  განათლების სფეროში ახალი შესაძლებლობებისა და ორი ქვეყნის ახალგაზრდობას შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს ქვეყნებს შორის განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის მიმდინარე წლის აპრილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც თბილისს ასევე ესტუმრა უნგრეთის ბიზნეს-დელეგაცია. როგორც მხარეებმა აღნიშნეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს გაცნობის შედეგად უნგრული კომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით გაზრდილია. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს ქვეყნებს შორის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგ სხდომას თბილისში.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და იმედი გამოითქვა, რომ 2017 წლის ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი ადეკვატურად უპასუხებს საქართველოს მისწრაფებებს, ახალ იმპულსს შესძენს პარტნიორობას და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა უნგრეთის თავმჯდომარეობას და ვიშეგრადის ქვეყნებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები, რომელმაც უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო, საშუალებას აძლევს მხარეებს დასახონ სამომავლოდ ეფექტური თანამშრომლობის გზები.

კომენტარები

2017-08-31
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქართველმა კალათბურთელებმა ლიტვის ნაკრები დაამარცხეს

შემდეგი სტატია

კახა კალაძემ ქართველ კალათბურთელებს თბილისიდან უგულშემატკივრა

მსგავსი სტატიები

დავით ჭიჭინაძე ივნისის ბოლოს ახალ პარტიას შექმნის

დავით ჭიჭინაძე ივნისის ბოლოს ახალ პარტიას შექმნის

ირაკლი შალიკაშვილი 23 მაი 2019

შსს-მ დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ძებნილი დააკავა

10 ოქტ 2017
ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

18 იან 2018

უახლესი ამბები

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge