აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე, პროკურატურას თხოვნით მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მის წინააღმდეგ შეტანილი განცხადების შესწავლა. იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. ნათია კაპანაძის აზრით, პროცესი შესაძლოა მართული იყოს გარკვეული ძალების მიერ.
„მოვლენების მსგავსი განვითარება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ვემზადებით წინასაარჩევნო პროცესისათვის, მაფიქრებინებს, რომ პროცესი შეიძლება იყოს მართული გარკვეული ძალების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წინააღმდეგ. მე მივმართავ აჭარის პროკურატურას და ვთხოვ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში იქნას გაცემული პასუხი განმცხადებლის ინტერესებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ნათია კაპანაძემ.
კომენტარები