პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროში დღეს გაიმართა. რიგით მეშვიდე ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ცხინვალთან ახლოს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში 1 სექტემბერს აიღებს სტარტს და 7 სექტემბერს დასრულდება. გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელთან დაკავშირებით, წლევანდელი ფესტივალის თემატიკა გერმანია იქნება.
ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები და ცნობილი ანიმაციური ფესტივალების ფილმები მონაწილეობენ. ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის, ასევე, ,,ქართული ფილმი აფხაზეთის”ინიციატივით ტარდება. ფესტივალზე გაიმართება ვორქშოპებიც.
საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.
კომენტარები