ვიდეოჰოსტინგმა YouTube-მ 12 წლიანი არსებობის მანძილზე საკუთარი ლოგო შეცვალა.
ძველისგან განსხვავებით, ახალ ლოგოში ფოკუსმა სიტყვა „Tube“-დან დაკვრის ღილაკზე გადაინაცვლა.
ახალი ლოგო და ხატულა მხოლოდ მცირე ნაწილია სხვა ახალ მახასიათებელთა შორის, რომელთა გაშვებასაც კომპანია უახლოეს თვეებში გეგმავს იმ ევოლუციის წარმოსაჩენად, რაც YouTube-მა არსებობის 12 წლის განმავლობაში განიცადა. „იუთუბი“ აღარ იქნება მხოლოდ ვიდეოების მხარდამჭერი ვებსაიტი და ტელემოყვარულებისა და გეიმერებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზებას გეგმავს.
„დესკტოპ და მობილურ გამოცდილებას ფუნქციონალურობის ახალი დონე და უფრო თავსებადი იერსახე შევმატეთ“, — ამბობს YouTube-ის პროდუქტების უფროსი ოფიცერი ნილ მოჰანი.
ძველი დიზაინი
ახალი ლოგო
კომენტარები