თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხელის შეშლისა და მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობის ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცენტი საუბნო-საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე გააკეთეს. მათი განცხადებით, კომისიის დაკომპლექტება ხდება ქართული ოცნების პარტიული აქტივით. „ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში პარტიის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე ისაუბრა. პარტიის წევრების განცხადებით მათ ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალაც მიაწოდეს კომისიას.
კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მხარეებს მოუწოდა თავი აარიდონ დაპირისპირებას და ხელი არ შეუწყონ კონფლიქტს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
კომენტარები