გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერ შესაძლოა რუსული Роснефть-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული Интерфакс-ი კომპანიაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ხელში ჩავარდა რუსეთის მთავრობის განკარგულების პროექტი, სადაც ყოფილი კანცლერია ნახსენები.
როგორც დოკუმენტში წერია, შრედერის ამ თანამდებობაზე დანიშვნა მიზანშეწონილია, რადგან ის მსოფლიო მასშტაბის ავტორიტეტული პოლიტიკოსია, რომელიც გერმანიის, ევროპასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას უჭერს მხარს. გარდა ამისა, მას გააჩნია უნიკალური გამოცდილება და კომპეტენცია მსხვილი რუსული კომპანიების მართვაში.
ამჟამად Роснефть-ის დირექტორთა საბჭოს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ანდრე ბელოუსოვი ხელმძღვანელობს.
კომენტარები