NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„გალტ ენდ თაგარტმა“ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 3 წლიანი ობლიგაციები

„გალტ ენდ თაგარტმა“ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 3 წლიანი ობლიგაციები

30 აგვ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 542 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„გალტ & თაგარტმა“ შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ (GLC) 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 3 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ეს არის ქართულ კომპანიებს შორის, კუპონის ყველაზე დაბალი განაკვეთის ობლიგაციების განთავსება აშშ დოლარში. ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ, მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც განაპირობა კიდეც ობლიგაციების უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში განთავსება.

„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეორედ აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები GLC–ის ობლიგაციებში. ხსენებული 3 წლიანი, დოლარში დენომინირებული ობლიგაციები მომხმარებელს კუპონის ფიქსირებულ 7%-იან განაკვეთს სთავაზობს, რაც 2014 წლის სექტემბერში გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით 1.75 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.  განთავსების ერთადერთი აგენტი „გალტ & თაგარტია“.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების რიგით მეორე, წარმატებული გამოშვების შესახებ. ობლიგაციებზე  დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს კომპანიის მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტ“-ის პროფესიონალიზმზე. ობლიგაციების ბაზარი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის ძალიან ხელსაყრელი საშუალებაა  და GLC-ი მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას,“ განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

„მოხარული ვარ ავღნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი GLC-ის ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ეს არის ქართული კომპანიის მიერ აშშ დოლარში დენომინირებული, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის საჯარო განთავსება საქართველოში ყველაზე დაბალ საპროცენტო  განაკვეთში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც  მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“ – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა – ოთარ შარიქაძემ.

[R]

კომენტარები

გალტ & თაგარტმა ლიზინგი საქართველოს ბანკი საქართველოს სალიზინგო კომპანია 2017-08-30
Tags გალტ & თაგარტმა ლიზინგი საქართველოს ბანკი საქართველოს სალიზინგო კომპანია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე

შემდეგი სტატია

ესპანეთის ქალაქ ბუნოლში „ლა ტომატინა“ გაიმართა

მსგავსი სტატიები

„ჩემი ინფორმაციით, რომელიც ძალიან მყარია, ორი მკვლელი გარეთ დადის“

17 აპრ 2018
ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

04 დეკ 2018
“…არ მიხარია, რადგან საკუთარ თავს არ ვუსვამთ მთავარ შეკითხვას – რატომ?”

“…არ მიხარია, რადგან საკუთარ თავს არ ვუსვამთ მთავარ შეკითხვას – რატომ?”

04 იან 2018

უახლესი ამბები

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge