NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ცესკოს მიმართვა ჩართულ მხარეებს საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსთან დაკავშირებულ კამპანიაზე

ცესკოს მიმართვა ჩართულ მხარეებს საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსთან დაკავშირებულ კამპანიაზე

29 აგვ 2017 ახალი ამბები 488 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცესკოს განცხადებით რამდენიმე დღეა  მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც  საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ, საუბნო კომისიის წევრთა კონკურსის შესახებ მედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია, კონკრეტულად, კონკურსანტის ვიდეოკადრები და სატელეფონო საუბრების ვიდეოჩანაწერები არ წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს და შესაბამის მტკიცებულებებს; თუმცა, უსაფუძვლოდ გამოყენებულია სწორედ ამ პროცესის დისკრედიტაციისთვის და ამავდროულად, შეიცავს ადამიანების პერსონალური ინფორმაციის უკანონო გადაღება/გამჟღავნების ნიშნებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია და ფაქტები საარჩევნო კანონის მოთხოვნების დარღვევის კატეგორიაში  საერთოდ არ ხვდება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ წინასწარ, კამპანიური ხასიათის სიუჟეტების გავრცელება, მსგავს დაუზუსტებელ, გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ჩანაწერებზე დაყრდნობით,  რეალურ საფუძველს მოკლებულია და მიზნად ისახავს ჩართული მხარეებისა და საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენას.

საზოგადოებისა და ჩართული მხარეებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ იყო საჯარო და ნებისმიერ პირს (რომელიც კანონმდებლობით გაწერილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს) შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და შეიტანოს განცხადება 30 აგვისტოს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჯარო დაწესებულებაა და საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცესები არის ღია უფლებამოსილი პირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების საქმიანობისა და ოლქში მიმდინარე პროცესების  დაკვირვება შეუძლიათ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, აკრედიტებულ დამკვირვებლებს და მედიას.

რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, კრიტერიუმები გაწერილია საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის დასრულების შემდეგ, ხოლო არჩევის პროცესში საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც დამოუკიდებელი კოლეგიალური ორგანო, სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედებს და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით პროცესის გამჭვირვალობას. თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენებს ყველა შესაძლო ფორმას საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესის ღიაობის, კანონშესაბამისობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ, რომ არჩევნები არის კომპლექსური, მრავალმხრივად მნიშვნელოვანი პროცესი პირველ რიგში მოქალაქეებისთვის და ვთხოვთ, რომ მიზანმიმართულად, დაუზუსტებელი საბაბით არ შექმნან პრობლემა და არ დააზიანონ საარჩევნო გარემო.

ასევე, მოვუწოდებთ თითოეულ საარჩევნო მოხელეს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავიანთი ქმედებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, პატივი სცენ პირადი და პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობას, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციების ფუნქცია-მოვალეობების სწორად წარმართვას და საქართველოს მოქალაქეების კანონიერ უფლებას – თავისუფლად და შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა ჩართულ მხარესთან და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობის განხორციელებაში.

კომენტარები

2017-08-29
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

შემდეგი სტატია

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა

მსგავსი სტატიები

ქართული ოცნების კვლევით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს

სოსო ელისაშვილი 18 ოქტ 2018
“სრული აბსურდია” – დავითულიანი ბოკერიას ბრალდებებს პასუხობს

“სრული აბსურდია” – დავითულიანი ბოკერიას ბრალდებებს პასუხობს

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივნ 2019

“დაიცავი საქართველო” – პოეტი დავით მაღრაძე მოძრაობას აფუძნებს და შეკრების გამართვას გეგმავს

ირაკლი შალიკაშვილი 27 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

    ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

  • სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

    სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

  • ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

    ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

  • გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

    გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

    ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

  • კობახიძე: იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან

    კობახიძე: იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge