სოციალურ მედიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ენდი მარეის ,, ამერიკის ღია პირველობიდან ” მოხსნამ მუხლის ტრავმის გამო . საქმე იმაშია ,რომ თუ ენდი ტურნირის კენჭისყრამდე გააკეთებდა განცხადებას როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ბადის ხვადასხვა მხარეს მოხვდებოდნენ.
სიმონა ჰალეპის მწვრთნელმა დარენ კაჰილმა სოციალურ ქსელში საკუთარი უკმაყოფილება გამოხატა და დაწერა ,, რატომ არ შეიძლება როჯერ ფედერერიც მე-2 ნომრად გამოვიდეს თუ სხვა მოთამაშეებს გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ “.
ასევე ყოფილმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელმა ტოდ ვუდბრიჯმა ენდი მარეი გააკრიტიკა და განაცხადა ,რომ ენდიმ ამერიკის ღია პირველობა გააფუჭა და უკეთესი იქნებოდა თუ ფედერერი და ნადალი სხვადასხვა მხარეს იქნებოდნენ .
Feel sorry for #AndyMurray but he just ruined the US open draw. Would have been better for #Fed #Rafa to be in opposite halves.
— Todd Woodbridge (@toddwoodbridge) August 26, 2017
კომენტარები