პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. რადიოს ინფორმაციით, მისი მეუღლეც პანკისელი 26 წლის ლეილა გაურგაშვილია.
ოჯახის წევრებს ლევან ტოხოსაშვილის და მისი ცოლ–შვილის გარდაცვალების შესახებ სირიიდან დღეს, დილით შეატყობინეს. სირიაში იმყოფება ლევან ტოხოსაშვილის კიდევ ერთი ძმა.
გარდაცვლილთა ახლობლებმა რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.
კომენტარები