როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას ინტერვიუდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიმართა რუსეთს დამხარების თხოვნით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო. ზახაროვას განცხადებით, მოსკოვმა ეს თხოვნა შვეიცარიის საკონსულოსგან მიიღო, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური არხის როლს ასრულებს 2008 წლის რუსული ანექსიის შემდგომ. ამ ფაქტს რიგი ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით ოკუპანტისთვის მსგავსი მიმართვის გაკეთება უთავმოყვარეო და არასახელმწიფოებრივი ქმედებაა. საქართველოს მთავრობაში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
კომენტარები