NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»კლიმატის ცვლილებამ მსოფლიო ცეცხლის ალში გახვია

კლიმატის ცვლილებამ მსოფლიო ცეცხლის ალში გახვია

28 აგვ 2017 მნიშვნელოვანი, მსოფლიო 1842 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით ტყეებში გახშირებული ხანძრების შესახებ გერმანული სააგენტო Deutsche Welle სტატიას აქვეყენბს. სააგენტო უპრეცედენტო მასშტაბების ხანძრებს გლობალურ დათბობას უკავშირებს. გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

ამ ზაფხულს სამხრეთ ევროპისა და ბრიტანეთის კოლუმბიის ტყეები ხანძარმა გაანადგურა. და არა მხოლოდ ისინი – როგორც ჩანს მსოფლიოს ტყეების უემეტესი ნაწილი ალშია გახვეული და შეიძლება რომ ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენადაც კი ჩავთალოთ. 

ამ წლის ზაფხულში ტყეში გაჩენილი ხანძრები ძალიან მომრავლდა. ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაფიქსირდა, მაგრამ ამ მხრივ კანადას ყველაზე საშინელი სეზონი ჰქონდა. ჩანაწერების მიხედვით 894 941 ჰექტარი დაიწვა – ეს ფაქტი British Columbia Wildfire სერვისმაც დაადასტურა. შეერთებული შტატების დასავლეთ მხარის დიდი ტერიტორიაც საკმაოდ დაზარალდა.

ცოტა ხნის წინ პორტუგალიაში, ქალაქ მაკაოს ირგვლივ გავრცელებულმა ცეცხლმა და კვამლმა 2000 ადამიანი გარე სამყაროს მოსწყვიტა. ისევ ამ ზაფხულს, მაგრამ ცოტა ხნით ადრე, ამავე ქვეყანაში 64 ადამიანის სიცოცხლე ცეცხლმა იმსხვერპლა.

კანადის მსგავსად, სამხრეთ ევროპაშიც რეკორდული სითბური ტალღა დაფიქსირდა, რამაც ცხელი და მშრალი პირობების შექმნა გამოიწვია როგორც იტალიაში, საფრანგეთში და ხორვატიაში, ასევე ესპანეთსა და საბერძნეთშიც – ამ ქვეყნების ტყეები ხანძარმა მოიცვა. შედეგად, გამოთვლების თანახმად, ევროპამ ამ წლის ზაფხულში ტყეებში მომხდარი ხანძრების საშუალო მაჩვენებელს სამჯერ გადააჭარბა.

მაგრამ ამ ყველაფერმა მხოლოდ კანადასა და სამხრეთ ევროპაზე როდი მოახდინა გავლენა. ციმბირში ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო ასობით სახლი დაიწვა, ხოლო სომხეთის ტყის დაახლოებით 700 ჰექტარი საერთოდ განადგურდა. პრეზიდენტის სიტყვების თანახმად, ამ წლის დასაწყისში ჩილეს ტყეებში ისეთი ხანძრები იყო, როგორებიც ამ ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს.

გრენლანდიაშიც კი, რომელიც თავისი მშრალი პირობებით არ არის ცნობილი, ხანძრების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო.

ამ ზაფხულს ხანძრებისგან განსაკუთრებით ცენტრალური პორტუგალიის ტერიტორია დაზარალდა.

საერთო სურათი

“ასეთი რამეები ხშირად ადგილობრივად ხდება, მაგრამ ხალხი ამ ყველაფერს კლიმატის ცვლილებას როდი უკავშირებს,“ ამბობს კევინ ტრენბერტი, ამერიკის ‘ატმოსფერული გამოკვლევების ეროვნულ ცენტრში’ არსებული ‘კლიმატის ანალიზის განყოფილების’ მეცნიერი. “მაგრამ კლიმატის ცვლილების რეალური კომპონენტი აქ ნამდვილად შეინიშნება და კლიმატის ცვლილების გამო რისკი კვლავ იზრდება.“

გლობალური ტემპერატურის ზრდასთან ერთად, მეცნიერები ამბობენ რომ ტყის ხანძრები უფრო ხშირი და ფართოდ გავრცელებადი გახდება. “ამ ყველაფრის რეალური მიზეზი კი ზედმეტი სითბოს არსებობაა,“ განუცხადა ტრენბოტმა DW-ს. “ეს სიცხე სადმე ხომ უნდა წავიდეს და მისი რაღაც ნაწილი ტემპერატურის მომატებას იწვევს. მაგრამ პირველი რაც ხდება ის არის, რომ იგი გამოშრობას იწვევს – ის მცენარეებს აშრობს და ამით ტყის ხანძრების გაჩენის რისკის ზრდის.“

8 ივლისს ბრიტანეთის კოლუმბიაში ხანძარი მძვინვარებდა. მთავრობამ განაცხადა, რომ ბოლო 50 წლის მანძილზე მომხდარ ხანძრებს შორის ეს ნამდვილად ყველაზე დიდი იყო.

ზემოთ მოცემულ რუკაზე, რომელიც NASA-ს სატელიტური მონაცემების მიხედვითაა შედგენილი, 2017 წლის დასაწყისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე მომხდარი ხანძრების რაოდენობაა ნაჩვენები. საერთო სურათი ისე გამოიყურება თითქოს მთელი მსოფლიო ცეცხლის ალში იყოს გახვეული.

 

ასე რომ, არის თუ არა 2017 ტყის ხანძრების მიხედვით რეკორდული წელიწადი?

ძლიერი კონკურენცია

ნამდვილად ისე ჩანს თითქოს სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხანძრების გამო საოცრად ცუდი წელი იყო, მაგრამ მარტინ ვუსტერი, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯში დედამიწის კვლევითი მეცნიერების პროფესორია, ამბობს რომ ბოლოს წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვა კუთხეებში უფრო უარესი სიტუაციაა.

„მაგალითად, ამ წელს სამხრეთ აზიაში მომხდარი ხანძრები არამგონია უფრო სერიოზული ყოფილიყო ვიდრე 2015 წელს,“ – უთხრა მან DW-ს.

ორი წლის წინ, El Nino-ს მიერ გამოწვეულმა გვალვამ ინდონეზიის ტყეებისთვის და ტორფიანი მიწებისთვის სასიკვდილო პირობები შექმნა, რომლებიც გამოშრობისა და გაჩეხვის გამო უკვე ისედაც დეგრადირებულები იყვნენ. გახურებული ტორფი – ძველად, მცენარეული ნივთიერებებით გაჯერებული და ნახშირბადის-მძიმე საწვავთან კონდენსირებული – ხანძრების გაძლიერებას ხელს უწყობს და შეიძლება ზოგიერთი მათგანის ჩაქრობა თვეების მანძილზეც კი ვერ მოხერხდეს.

„ამ ყველაფერმა საშინელ ხანძრებამდე მიგვიყვანა, ისეთი მასშტაბების როგორიც აქამდე ევროპას არ უნახავს და შედეგად კი, სხვა დანარჩენთან ერთად, უაღრესად დაბინძურებული ჰაერიც მივიღეთ,“ – ამბობს ვუსტერი.

NASA-ს მიერ მოწოდებულ ფოტოზე აგვისტოს დასაწყისში შვედეთის ტყეში მომხდარი ხანძარია ნაჩვენები

ხანგრძლივი ხანძრის სეზონი – ხანგრძლივი აღდგენის პერიოდი

მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა, რომ ხანძრების სეზონი უფრო ხანგრძლივი და მკაცრია. „შეერთებული შტატების დასავლეთით, საერთო შეფასების მიხედვით თვლიან, რომ იქ ხანძრების სეზონი უკვე აღარ არის, მაგრამ ეს მაინც მთელი წლის განმავლობაში გრძელდება“, – უთხრა ტრენბოტმა DW-ს.

ივლისის თვეში საფრანგეთის სამხრეთით, კერძოდ ნიცასთან, მომხდარი ხანძარი

მსოფლიოს ბევრ კუთხეში ტყის ხანძრები ბუნებრივი ციკლის ნაწილია. მაგალითად სავანა ცეცხლის დახმარებითაა შენარჩუნებული. ზოგიერი ხე არა მხოლოდ გადაურჩება ხანძარს, არამედ საჭიროებს კიდეც ცეცხლს რათა მისი თესლი გაირჩეს. ადამიანის ჩარევამ შეიძლება ეს ციკლები დაარღვიოს, ამბობს ხანძრის ეკოლოგიის სამეცნიერო დისციპლინა. პატარა ხანძრების განეიტრალება სწრაფად აალებადი ნაწილაკების დაგროვებას გამოიწვევს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი საშინელი ხანძარი გაჩნდება, რომლის გაკონტროლებაც უკვე შეუძლებელი იქნება.

მაგრამ გლობალური დათბობა უფრო ცხელ და მშრალ პირობებს ქმნის, რაც იმას ნიშნავს რომ ასეთი „ჯოჯოხეთი“ უფრო ხშირი გახდება, მიუხედავად იმისა ტყეებს კარგად მოვუვლით თუ არა. ხოლო კლიმატური პირობების ცვლილელბა კი იმას ნიშნავს, რომ ტყეებს გაცილებით დიდი დრო დასჭირდებათ აღსადგენად. ამასობაში კი, ხანძრები ისეთ ბუნებრივ ტერიტორიებზეც კი ჩნდება როგორებიც ტროპიკული ტყეებია, რომელთაც ბუნებრივი ცეცხლის ეკოლოგია არ აქვთ.

ადამიანის მიერ დატოვებული კვალი

კლიმატის ცვლილება ერთადერთი ხელოვნური ფაქტორი როდია. ხანძარი დაუდევარი ხალხის გამოც შეიძლება გაჩნდეს, მაგალითად სიგარეტის გადაგდებით ან ლაშქრობისას უყურადრებოდ დატოვებული კოცონის გამო.

ისეთ რეგიონებში როგორიც ამაზონია, სადაც ყოველწლიური ხანძრის სეზონი 1973-დან 2013 წლამდე 19%-ით გაიზარდა, ტყის გასაწმენდად ცეცხლი სპეციალურად გამოიყენება, ამგვარად ისინი სასოფლო მეურნეობისთვის ადგილს ათავისუფლებენ. “ფერმერები ტერიტორიის გასაწმენდად ცეცხლს აჩენენ და გვალვის პირობებში კი ხდება ის, რომ ეს უბრალო ცეცხლი „ველურდება“ რადგან მცენარეული საფარი საოცრად გამომშრალია, შემდეგ კი ეს ყველაფერი უბრალოდ უკონტროლო ხდება,“ ამბობს ტრენბერტი.

და ამ ყველაფერს შეიძლება ბუმერანგის ეფექტი ჰქონდეს – რაც მეტი ხანძარი ჩნდება, ატმოსფეროშიც მეტი ნახშირბადი ხვდება, რომელიც თავის მხრივ კლიმატის ცვლილებას იწვევს.

კომენტარები

გლობალური დათბობა ევროპა ხანძარი 2017-08-28
Tags გლობალური დათბობა ევროპა ხანძარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

შემდეგი სტატია

რეპერი კენდრიკ ლამარი „MTV-ს“ ტრიუმფატორი გახდა

მსგავსი სტატიები

„ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს 

16 ნოე 2017
„სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზეც უნდა გასწორდეს“

„სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზეც უნდა გასწორდეს“

23 ოქტ 2017
საფრანგეთის ციხიდან პატიმარი ვერტმფრენით გაიქცა

საფრანგეთის ციხიდან პატიმარი ვერტმფრენით გაიქცა

01 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

    მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

  • იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

    იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

  • მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

    მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

  • როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

    როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge