ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ სამართალდამცველებს იმ პირების მოკვლის უფლება მისცა, რომლებიც მათ დაკავებისას წინააღმდეგობას გაუწევენ. ინფორმაციას ავრცელებს The Guardian-ი.
“თუ ისინი აქტიურად შეგეწინააღმდეგებიან, იდიოტების მოკვლის უფლება გაქვთ, ეს ჩემი ბრძანებაა “, – აღნიშნა დუტერტემ. ამავე დროს, ფილიპინების ლიდერმა გაიხსენა, რომ ყველა მკვლელობა, მათ შორის რეპრესიები, აკრძალულია.
17 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ღამით მესაზღვრეებმა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 25 ადამიანი დახვრიტეს. მანილას პოლიციის მაღალჩინოსნის ერვინ მარგარეჰოს განცხადებით, სულ 18 რეიდი ჩატარდა.
დუტერტე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ წარმოებული საკუთარი „ნარკოპოლიტიკის“ გამო გაერო-მ, აშშ-მა, ევროკავშირმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გააკრიტიკეს.
კომენტარები