NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აჭარის ტელევიზიის იურისტი ტელევიზიის დირექტორს პროკურატურაში უჩივის

აჭარის ტელევიზიის იურისტი ტელევიზიის დირექტორს პროკურატურაში უჩივის

28 აგვ 2017 ახალი ამბები 632 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აჭარის ტელევიზიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ბოლქვაძე, ტელევიზიის დირექტორს ნათია კაპანაძეს დისკრიმინაციის ბრალდებით პროკურატურაში უჩივის. ამის შესახებ მალხაზ ბოლქვაძემ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ ნათია კაპანაძე მას სრულ იგნორირებას უკეთებდა. მისივე თქმით, დირექტორი მას ხშირად მაღალ ტონში ელაპარაკებოდა, რომელიც ხშირად ყვირილში გადადიოდა. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.

“თავიდანვე ძალიან მძიმედ აეწყო ურთიერთობა დირექტორსა და პირადად ჩემს შორის, მოსვლის დღიდანვე. ეს შემდგომ გამოვლინდა ძალიან ბევრ ფაქტში, რასაც აშკარად დისკრიმინაციული სახე ჰქონდა. ხდებოდა ჩემი სრული იგნორირება. ბოლოს უკვე სატელეფონო ზარებზე აღარ ვპასუხობდი, იმ დონემდე მივიდა მდგომარეობა. იმდენად შეუსაბამო და მაღალ ტონში იყო დირექტორის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები და უკმაყოფილება, რაც ხშირად გადადიოდა ყვირილში. დიდხანს ვფიქრობდი, ბოლოს იძულებული გავხდი და 20 დღის წინ, 4 აგვისტოს, მე შევიტანე განცხადება დირექტორის წინააღმდეგ, დისკრიმინაციის ბრალდებით მივმართე აჭარის პროკურორს. ჩემი განცხადება მიიღეს წარმოებაში და 18 აგვისტოს განხორციელდა საქმეზე ჩემი გამოკითხვა. მე განცხადებაში მითითებული ფაქტები ჩამოვთვალე, ავხსენი ყველაფერი”, – განაცხადა მალხაზ ბოლქვაძემ.

მალხაზ ბოლქვაძე დასძენს, რომ რამდენიმე დღის წინ ნათია კაპანაძისგან წერილი მიიღო, რომელიც მის წინააღდეგ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებას შეეხებოდა, ამის საფუძვლად კი დავალებების შეუსრულებლობა დასახელდა.

“ხერხემალი მაწუხებს, ჯანმრთლელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთხოვე შვებულება, შვებულებაზე მივიღე კატეგორიული უარი და არგუმენტი იყო საკადრო განყოფილების ბაზის უფროსის დეკრეტულ შვებულება, 1 თებერვლიდან 31 აგვისტომდე. მე დამეკისრა საკადრო განყოფილების ბაზის საქმეები, რომელიც ჩემთან შეთანხებული არ ყოფილა, ბრძანების სახით მეცნობა მოგვიანებით. ამის გამო მითხრა კატეგორიული უარი. იმ პერიოდში გავხსენი ბიულეტენი, აპრილში წარმოვადგინე.

მაისის თვეში როდესაც იგი ამერიკაში მივლინებით იქნა წასული, ვისარგებლე ამ მომენტით და მივმართე მოვალეობის შემსრულებელს, რომელმაც დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა. მივიღე შვებულება 1 ივნისიდან 1 ივლისამდე. ამის გამო ძალიან ცუდი საუბარი ქონდა დირექტორს მოვალეობის შემსრულებელთან და კატეგორიულად მოითხოვა ჩემგან, რომ მე მევლო სამსახურში. ამ დროის განმავლობაში როცა მე იურიდიულად მქონდა შვებულება, ყოველ დღე დავდიოდი სამსახურში. ივნისის შუა რიცხვებში მუხლის ნერვის ანთება დამეწყო და გადაადგილება აღარ შემეძლო და მირეკავს ტელეფონზე და ძალიან ხმამაღლა ყვირის, რომ რატომ არ ვარ სამსახურში. ვუხსნი, თუმცა მისგან პასუხი იყო რომ “არ მაინტერესებს, უნდა მოხვიდე”, – განაცხადა მალხაზ ბოლქვაძემ.

კომენტარები

2017-08-28
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მარტინ შულცი გერმანელ ტურისტებს მოუწოდებს, თურქეთში გამგზავრებაზე უარი თქვან

შემდეგი სტატია

თუ პირი დაკავებისას წინააღმდეგობას გაგიწევთ მოკალით

მსგავსი სტატიები

დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის ნაწილი რუსეთთან მიმართებით მედიას არაობიექტურად მიიჩნევს

სოსო ელისაშვილი 23 ოქტ 2018

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს“

20 სექ 2018
„საქმე ეხება მხოლოდ 4 საკითხს, რაზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან„

„საქმე ეხება მხოლოდ 4 საკითხს, რაზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან„

30 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge