გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა.
“სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით კარგი მდგომაოერობაა და კმაყოფილი ვარ. წელს 100%-იანი გრანტი 1008 აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი კი 1457-მა,”- განაცხადა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიმინოშვილის თქმით, 363 აბიტურიენტმა გამოცდების ბარიერი გადალახა, მაგრამ ვერსად ჩაირიცხა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა.
2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 41500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
კომენტარები