ქუთაისში არასრულწლოვან გოგოს ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად გოგონა მსუბუქად დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. თვითმხილველების განცხადებით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები