პარიზში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში დღეს დასრულდება. ბოლო დღეს საქართველოს სახელით ოთხი სპორტსმენი გამოვა. ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) , – ზურაბ ერბოწონაშვილი(70 კგ), ჯუმბერ ყველაშვილი(74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ).
იაკობიშვილმა რუსეთის წარმომადგენელი ალან გოგაევი დაამარცხა და მსოფლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მისი მეტოქე პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევი იქნება.
კომენტარები