NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიხეილ ჯანელიძე ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

26 აგვ 2017 ახალი ამბები, მსოფლიო, პოლიტიკა 924 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარე ნორბერტკარტმანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-გერმანიის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის წარმატებულ განვითარებაზე.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობებს და გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ამ კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე.

მინისტრის შეფასებით, საქართველოში არსებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა წამყვან ეკონომიკებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საშუალებას აძლევს ქვეყანას, იყოს დამაკავშირებელი ხიდი ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის გამორჩეული საინვესტიციო კლიმატით.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ მიმართულებებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.

განსაკუთრებით გაზი გაესვა საქართველოს პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას ჰესენის მიწაზე.

ამ კუთხით ხაზი გაესვა საქართველო-გერმანიას შორის პირდაპირი ავიარეისების არსებობის მნიშვნელობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, გერმანიიდან საქართველოში ჩასული ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის მიმდინარეობას და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰესენის სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო. ​

 

კომენტარები

2017-08-26
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-ის არმიის ვერტმფრენი საწრთვნელი ფრენის დროს იემენის სანაპიროსთან წყალში ჩავარდა

შემდეგი სტატია

აშშ ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრე-მაშველებს ცეცხლგამძლე ფეხსაცმელებს გადასცემს

მსგავსი სტატიები

ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის მიუღებელია

ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის მიუღებელია

ირაკლი შალიკაშვილი 11 მაი 2022
ზელენსკი: ოკუპაცია დროებითია! ის ხელოვნურია

ზელენსკი: ოკუპაცია დროებითია! ის ხელოვნურია

ნინო ჩხეიძე 06 მარ 2022
„რისკი არის ის, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ განხორციელდეს“

„რისკი არის ის, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ განხორციელდეს“

07 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge