გიორგი არაბიძე დონეცკის „შახტარის“ მთავარ გუნდში დააწინაურეს. კლუბი უკრაინის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც 27 აგვისტოს ლვოვში გაიმართება – დონბასელებიროვნოს „ვერესს“ ესტუმრებიან.
დონბასური გუნდის პრესსამსახურის ცნობით, „ვერესთან“ მატჩისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ ახალგაზრდული გუნდიდან გიორგი არაბიძე და ალექსანდრ პიხალენოკი დაიმატა.
მიმდინარე სეზონში უკრაინული გუნდის პორტუგალიელმა დამრიგებელმა ქართველი შემტევი მთავარ „შახტარში“ პირველად დააწინაურა.
ამგვარად, „ვერესთან“ შეხვედრისთვის ორი ქართველი ემზადება – დონბასელთა მცველი, საქართველოს ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა მომჯობინდა და მოედანს დაუბრუნდა.
კომენტარები