NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქართველი გამომგონებლების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ქართველი გამომგონებლების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

25 აგვ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 789 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა ვაშინგტონში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე First Global მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, 160-ზე მეტ მონაწილეს შორის. ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილმა რობოტმა ჟიურის მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

რობოტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერ გამომგონებლებს აერთიანებს, წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყანა იღებდა. გუნდები 15-18 წლამდე ახალგაზრდა გამომგონებლებით იყო დაკომპლექტებული.

წლევანდელი First Global-ის თემა იყო მსოფლიოს უზრუნველყოფა სუფთა წყლის მარაგით. მონაწილე გუნდებს საკუთარი დიზაინით რობოტები უნდა შეექმნათ, რომლებიც წყლის ბინძური და სუფთა ნაწილაკების ერთმანეთისგან განცალკევებას და სხვადასხვა რეზერვუარში გადანაწილებას შეძლებდნენ. ქართველმა გამომგონებლებმა ასეთი ფუნქციებით აღჭურვილი რობოტი შექმნეს, რომელზეც სკოლის მოსწავლეები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ის მიზანი მსოფლიო მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებაა. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, რომლებიც მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მოგვარებას შეძლებენ, როგორიცაა: სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, დაავადებათა კონტროლი, საინფორმაციო უსაფრთხოება და სხვა.

წელს საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს სახელით გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.

[R]

კომენტარები

tbc bank თიბისი ბანკი საერთაშიროსი ოლიმპიადა 2017-08-25
Tags tbc bank თიბისი ბანკი საერთაშიროსი ოლიმპიადა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიას ეწვევა



შემდეგი სტატია

მსოფლიო ბანკი მზადაა, საქართველოს ფინანსური და ტექნიკური დახმარებები აღმოუჩინოს

მსგავსი სტატიები

„კითხვების არარსებობა ჩემდამი მიანიშნებს იმას, რომ არც არასდროს ყოფილა რეალური კითხვები“

„კითხვების არარსებობა ჩემდამი მიანიშნებს იმას, რომ არც არასდროს ყოფილა რეალური კითხვები“

03 აგვ 2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის მამას დაკითხავენ, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან

04 მაი 2018
„ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

„ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

თამუნა 15 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge